1963 წლის 20 ივნისს, აშშ-სა და სსრკ-ს შორის, პირდაპირი საკომუნიკაციო კავშირის დამყარების შესახებ, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. იმავე წლის 30 აგვისტოს, ჯონ კენედი გახდა შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, რომელსაც კრემლთან, პირდაპირი სატელეფონო ხაზი ჰქონდა. ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოების მთავრობების მეთაურებს შორის უშუალო, სწრაფი და საიმედო კომუნიკაციის ხაზის შექმნას, წინ უსწრებდა ე.წ. „კუბის ქობინთა კრიზისი“, როცა შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი, ატომური ესკალაციის ზღვარზე მივიდა. თეთრი სახლი მაშინ აცხადებდა, რომ ცივი ომის პირობებში, „ცხელი ხაზი“ ხელს შეუწყობდა „შემთხვევითი, ან არასწორი გათვლლებით, ომის წარმოქმნის რისკის შემცირებას.“
ასევე ნახეთ: კენედი, ხრუშოვი და „სუკი“ - ბირთვული აპოკალიფსის საფრთხე მაშინ და ახლათეთრ სახლსა და კრემლს შორის, პირდაპირი კომუნიკაციის ხაზს ხშირად „წითელ ტელეფონად“ მოიხსენიებენ, მათ შორის პოპკულტურაშიც. თუმცა, რა თქმა უნდა, მოწყობილობას, რომლითაც შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის დედაქალაქებს შორის პირდაპირი კავშირი იყო შესაძლებელი, ტელეფონთან საერთო თიქმის არაფერი ჰქონდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ კიდევ ერთხელ მიანიშნა, შეიძლება ითქვას, რომ „წითელი ტელეფონის“ ზარი ისევ რეკავს.
მიმდინარე კვირაში, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველმა, “CBS NEWS”- თან საუბრისას განაცხადა, რომ კრემლის უმაღლეს წარმომადგენლობასთან, ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენების თაობაზე, პირდაპირი კონტაქტი შედგა. ეს მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, პირდაპირი კომუნიკაცია თითქმის სრულ მინიმუმამდეა დასული.
ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას, რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვებაჯეიკ სალივანი
„ეს არის საკითხი, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ეს არის უპირველესი სერიოზულობის საკითხი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება. ჩვენ გვქონდა კრემლის ძალიან მაღალ დონეზე, პირდაპირი კომუნიკაცია და ვუთხარით, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას, რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ამას გადამწყვეტად უპასუხებს. ჩვენ ვიყავით ძალიან მკაფიო და კონკრეტული, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას. ჩვენ ასევე თანაბრად მკაფიოდ ვისაუბრეთ საჯაროდ, რომ შერთებული შტატები გადამწყვეტად უპასუხებს, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მის ძალისხმევაში, დაიცვას ქვეყანა და დემოკრატია.“
რატომ რეკავს „წითელი ტელეფონი" ?
21 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ამავე განცხადებაში, პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ფანდი არ იყო, როცა თქვა, რომ რუსეთის დასაცავად, მზად იყო ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.
ასევე ნახეთ: "ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია" - ბაიდენი რუსეთის ბირთვულ მუქარას "უპასუხისმგებლოს" უწოდებსრუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, დასავლელი ლიდერების მკაცრი გამოხმაურება და შეფასებები მოჰყვა. როგორი უნდა იყოს პუტინის ბირთვულ მუქარაზე შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების პასუხი, - საკითხზე, „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ დისკუსიაზე, სენატროები, ჯინ შაჰინი და ტომ ტილისი მსჯელობდნენ.
„ერთ-ერთი, რაც ჯეიკ საილვანმა თქვა ისაა, რომ გრძელდება საუბრები რუსეთის მაღალი რანგის ხელმძღვანელობასთან, ერთგვარი „წითელი ტელეფონი“, რომელიც ძველი, საბჭოთა დროიდან გვახსოვს. ასე რომ, ეს საუბრები გრძელდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს სენატორი შაჰინი.
დემოკრატი სენატორი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, ბირთვულ მუქარაზე საპასუხოდ, ადმინისტრაცია წითელი ხაზების შესახებ მკაფიო იყოს.
ასევე ნახეთ: პუტინის ბირთვული მუქარა "სახიფათო და უგუნურია" - სტოლტენბერგი„არის ფარული მუქარა, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ძლიერი და ჰქონდეს ძლიერ პასუხი, რომ იქნება მნიშვნელოვანი საპასუხო მოქმედებები ყველაფერზე, რაც ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით შესაძლოა პუტინმა გააკეთოს. ჩვენ ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ იმის შესახებ, რომ გვაქვს წითელი ხაზები და ასევ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რა არის ეს წითელი ხაზები.. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ბაიდენმა გაეროში, მსოფლიოს წინაშე, ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, ჩვენი პოზიციისა და შეშფოთებების შესახებ, პუტინის შეფარული ბირთვული მუქარის თაობაზე. მაგრამ, ჩვენ ამასთან ერთად უნდა დავრწმუნდეთ, რომ სჭიროების შემთხვევაში მზად ვართ საპასუხოდ და სწორედ ახლახანს, ჩვენ დავამტკიცეთ სტრატეგიული სარდლობის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ზედამხედველობს ჩვენს ყველა ბირთვულ იარაღს. ჩვენ ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც მზადყოფნისთვის გვჭირდება. ამასთან ერთად, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, თუ რა საფრთხის შემცველია ბირთვული საუბრის ნებისმიერი ესკალაცია, რათა ხალხმა იცოდეს, რა დევს სასწორზე. ვფიქრობ, ადმინისტრაცია ცდილობს ამ ორივე ფრონტზე იმოქმედოს“ - აცხადებს შაჰინი.
რესპუბლიკელი სენატორი, ტომ ტილისი ამბობს, რომ პუტინისგან მომდინარე ბირთვულ რიტორიკაზე, ბაიდენის ადმინისტრაციის პასუხი, ტონი და მიდგომა სათანადოა.
„ვფიქრობ, ადმინისტრაციის და პრეზიდენტის პასუხი სათანადო იყო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება რუსეთის და ნებიმიერის წინააღმდეგ, ვინც მასთან თანამშრომლობს. მაგრამ, ჩვენ ასევე მზად უნდა ვიყოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას. მე მწამს, რომ ტონი და მიდგომა, რომელსაც ადმინისტრაცია ამ ეტაპზე იყენებს, ვითარებასთან აბსოლუტურ შესაბამისომაშია“ - აცხადებს სენატორი ტილისი.
რუსეთი, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო
შეერთებული შტატების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ორპარტიული თანხმობა არსებობს იმის შესახებ, რომ რუსეთი ტერორიზმს უჭერს მხარს, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ორივე პარტიის წარმომადგენელმა კანონმდებელთა ნაწილმა, ბაიდენის ადმინისტრაციას რამდენჯერმე მიმართა მოთხოვნით, რუსეთს ოფიციალურად მიენიჭოს, „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს“ სტატუსი. ბაიდენის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ამან შესაძლოა უკრაინაც დააზარალოს, ამიტომ რუსეთისთვის სტატუსის მინიჭებას არ განიხილავს. სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ ადმინისტრაციას სურს, რუსეთთან კომუნიკაციის ხაზი ღია იყოს.
ასევე ნახეთ: გამოაცხადებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ„დიახ, მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა. ამისთვის საკმარისია შეხვედოთ სცენებს ბუჩადან, იზუმიდან, სადაც წამებისთვის განკუთვნილი ოთახები, მასობრივი საფლავებია აღმოჩენილი. სამწუხაროდ, დიახ, მე მჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი ტერორიზმის სპონსორია. ის უკრაინელი ქალების წინააღმდეგ, გაუპატიურებას ომის იარაღად იყენებს. მესმის, რომ ადმინისტრაციის მიმართ არსებობს შეშფოთება, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რუსეთთან კომუნიკაციის ხაზი ღია იყოს და მე ამას ვაფასებ. როდესაც ვსაუბრობ რუსეთზე, როგორც ტერორიზმის პონსორ სახელმწიფზე, ჩემი სამიზნე რუსი ხალხი არ არის. მათ უმეტესობას არასწორი ინფორმაცია აქვს, მათთან მუშაობს პუტინის პროპაგანდა იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში. არ მგონია, მათ რომ არჩევანის საშუალება ჰქონოდათ, პუტინის გარეშე ამ ომზე წავდიდნენ. ასე რომ, ვიფიქრობ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ დიალოგი რუსებთან და ამასთან ერთად, ჩვენ უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა ვლადიმირ პუტინს, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო“ - აცხადებს შაჰინი.
სენატორი ტილისი ფიქრობს, რომ ნებიისმიერ შემთხვევაში, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო, რუსეთმა ზუსტად ისე უნდა აგოს პასუხი, როგორც ნებისმიერი ტერორისტული ორგანიზაციის შემთხვევაში მოხდებოდა.
Your browser doesn’t support HTML5
„პუტინი და მისი ახლო წრე, დამნაშავეები არიან ტერორიზმის სახელმწიფო მხარდაჭერაში. არა მხოლოდ უკრაინაში, ზოგადად, გლობალურად, - ისინი კლავენ, ატერორებენ, აუპატიურებენ ხალხს მთელს მსოფლიოში, აფრიკაში. როდესაც საუბარია ბირთვულ ძალაზე და ცდილობ ვითარების დეესაკალაციას, ადმინისტრაციას ვიწრო ზოლზე გავლა უწევს. მაგრამ, მე მჯერა, რომ კონგრესის წევრები, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში, რუსეთს მტკიცედ აღიარებენ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და მათ სწამთ, რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი ტერორისტული ორგანიზაცია აგებდა პასუხს“ - ამბობს ტილისი.
ორპარტიურლი მხარდაჭერა უკრაინას
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ვაშინგტონმა კიევს 15 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია. უკრაინას შეერთებულ შტატებში სრული ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ორივე პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაშინგტონი კიევის დახმარებას განაგრძობს იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. კიევი კი შეერთებული შტატებისგან და სხვა მოკავშირეებისგან, მეტ შეიარაღებას ითხოვს.
ასევე ნახეთ: უკრაინის დახმარების პარალელურად ამერიკა იარაღის წარმოების გაზრდაზე მუშაობს„უკრაინელები აკეთებენ ზუსტად იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ. მე რომ უკრაინელი ვიყო, ზუსტად იმავეს გავაკეთებდი. ჩვენ გვაქვს მუდმივი საუბარი ადმინისტრაციასთან იმის შესახებ, რომ უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვფიქრობ ეს სწორედ ისაა, რის გაკეთებასაც ადმინისტრაცია ცდილობს. ჩვენ ასევ უნდა დავაბალანსოთ უკრაინის საჭიროებები, ჩვენს საჭიროებებთან, შეერთებული შტატების თავდაცვის საჭიროებებთან და მე ვფიქრობ ეს განხილვის ნაწილია. როგორც მე მესმის, თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, რეგულარული საუბარი აქვს უკრაინელ კოლეგებთან, მოკავშირე ლიდერებთან. ვაგრძელებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ უკრაინას ყველა შესაძლებლობით დავეხმაროთ“ - აცხადებს სენატორი შაჰინი.
სენატორი ამბობს, რომ მთავარი არგუმენტი იმისთვის, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს უკრაინის ურყევი მხარდაჭერა, თავად უკრაინელების ბრძოლაა.
„გარდა იმისა, რომ უკრაინას შეერთებულ შტატებში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ამ ორპარტიულ მხარდაჭერასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად უკრაინელები დაგვეხმარნენ, ჩვენს საზოგადოებას, აქ, ამერიკაში, დასავლურ მოკავშირე ქვეყნებში ვაჩვენოთ, რატომ არის ეს დახმარება ამდენად მნიშვნელოვანი. მე მქონდა შესაძლებლობა, გასულ კვირაში, ოთხ უკრაინელ მებრძოლ ქალს შევხვედროდი. ისინი გასაოცრად შთამბეჭდავები იყვნენ, ერთ-ერთმა კი მითხრა, თუ რატომ უნდა განაგრძოს შეერთებულმა შტატებმა იმ იარაღის მიწოდება, რომელიც უკრაინას ომის მოსაგებად სჭირდება. მან მითხრა - „იცით, ჩვენ გვინდა იარაღი მოგვცეთ იმისთვის, რომ რუსებს შევებრძოლოთ და ამის გაკეთება თქვენ არ დაგჭირდეთ“. ასე რომ, ჩვენი დახმარება უკრაინისადმი მართლაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ - ამბობს შაჰინი.
ასევე ნახეთ: "რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა სამაგალითო არაპროფესიონალიზმი გამოავლინა" - წერეთელითავდაცვის საჭიროებების ბალანსი, რომელზეც სენატორი შაჰინი საუბრობს მნიშვნელოვანია, - ამბოს სენატორი ტილისი.
ასევე ნახეთ: „ნასამსები“ უკრაინაშია - აშშ იარაღის წარმოებას ზრდის„ჩვენ გვესმის ბრძოლის ველზე არსებული გამოწვევები და ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ შესაძლებლობების სტაბილიურ ნაკადს, რომელიც უკრაინაში შეერთებული შტატებიდან და ჩვენი ნატოს მოკავშირეებიდან მიედინება. მე მჯერა, რომ ჩვენ ღია უნდა ვიყოთ ნებისმიერი სახის გადაწყვეტისთვის, რომელიც უკრაინელებს დაეხმარება, ბრძოლაში წარმატებულნი იყვნენ. მაგრამ, ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც საუბარია დიდი იარაღის სისტემებზე, როგორიცაა ამ შემთხვევაში „ჰაიმარსი“, აქ არის ლოჯისტიკურ მარაგთან დაკავშირებული და სხვა რიგი კითხვები, რომელზეც ინვესტიციის განხორციელებამდე პასუხი უნდა გაეცეს. რა თქმა უნდა, უკრაინელებმა გამოავლინეს მართლაც წარმოუდგენელი უნარი, დაეუფლონ და გამოიყენონ ჩვენ მიერ მიწოებული სისტემები და ვფიქრობ ეს არის გონივრული არგუმენტი იმის სათქმელად, რა შეგვიძლია გავაკეთთ მეტი, უკეთესი დაპირისპირების უზრუნველსაყოფად. უკრაინელები იყვნენ ძალიან მოწესრიგებული, მათი თავდასხმების ფოკუსირებისას - მიუხედავად იმისა, რომ მათ ადვილად შეუძლიათ, ჩვენი მიწოდებული იარაღით, თავდასხმები განახორციელონ საკუთარი საზღვრების მიღმა, ისინი ასე არ იქცევიან. ასე რომ, ყველაფერი, რაც შეგვიძლია მათ დასახმარებლად გავაკეთოთ, უნდა იყოს მაგიდაზე. ასევე საჭიროა ბალანსის გათვალისწინება, როცა საქმე ეხება ჩვენი და მოკავშირეების საკუთარ მარაგებს. ჩვენ უნდა გვქონდეს ინდუსტრიული ბაზა, რომელსაც მოწოდებაზე სათანადო პასუხის გაცემა შეუძლია“ - აცხადებს სენატორი ტილისი.
რესპუბლიკელი სენატორი ჩრდილოეთ კაროლინიდან ამბობს, რომ ამომრჩევლისგან ზოგჯერ ისმის კითხვა, რატომ არის აუცილებელი ქვეყნის დახმარება, რომელიც შესაძლოა რუკაზეც კი არ იცოდეს, სად არის. „ჩემი პასუხი მარტივია“ - ამბობს სენატორი ტილისი, „ისტორიაში ყოველ ჯერზე, როცა ვიცოდით, რომ არსებობდა გლობალური საფრთხე, ჩვენ კი მხოლოდ შიდა საკითხებზე ვიყავით ორიენტირებული, საბოლოოდ, ჩვენი საფასური, მსხვერპლი და ეკონომიკური განადგურება იყო. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, პუტინის უკრაინაში შეჩერებით, ეს თავიდან ავირიდოთ.“
„უნდა გვესმოდეს, რომ ის, რასაც უკრაინა ახლა განიცდის, - მსხვერპლს, ნგრევას, იმის გამო, რომ ერთი ადამიანი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ეს არ მთავრდება უკრაინაში. ჩვენ გულწრფელად ვფიქრობთ, რომ ის უკრაინაში გაჩერდება? ჩვენ კარგად ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინი მიზნად ისახავს საბჭოთა იმპერიის აღდგენას“ - ამბობს ტილისი.
შავი ზღვის რეგიონი ფოკუსში
სენატორი ტილისი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინის მიზნები, საფრთხეს მთელს რეგიონს და მსოფლიოს უქმნის. ამიტომ, ის ფიქრობს, რომ შეერთებულმა შტატებმა, რეგიონის ქვეყნებთან უნდა იმუშაოს. „უნდა გავაგრძელოთ მუშაობა რეგიონის ქვეყნებთან, რომლებსაც ესმით, რომ მათი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება რიგში შემდეგია“ - ამბობს ტილისი.
სენატორი შაჰინი კიდევ ერთხელ საუბრობს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, სტრატეგია შეიმუშავოს.
Your browser doesn’t support HTML5
„ჩვენ არ გვქონია სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის შესახებ და ეს ძალიან თვალსაჩინოდ გამოჩნდა ამ ომში. ამ რეგიონის მნიშვნელობის გასაცნობიერებლად, იმის ნახვაც საკმარისია, თუ რა მოხდა უუნარობის გამო, როცა რუსეთმა შეძლო მარცვლეულის გადაზიდვა, რაც ამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, შეეჩერებინა. მნიშვნელოვანი იყო გაეროს ძალისხმევა, ამ გადაზიდვის ხაზების აღდგენაში, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რისი გაკეთებაც საჭიროა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია, არა მხოლოდ თავად შავი ზღვის მოსაზღვრე ყველა ქვეყნისთვის, არამედ ასევე შეერთებული შტატებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგია, რომელშიც ჩართული იქნება შეერთებული შტატების მთავრობის სხვადასხვა უწყებები - სახელმწიფო, თავდაცვის დეპარტამენტები, ეკონომიკური მიმართულება. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ შავი ზღვის ქვეყნებთან მუშაობაზე. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ვიმუშავოთ მომავალში, რათა დავრწმუნდეთ, რომ 10-20 წლის შემდეგ, არ ვიქნებით მდგომარეობაში, როცა რუსეთს იგივენაირად შეეძლება შავი ზღვის ბლოკირება, როგორც ამ ომში“ - აცხადებს სენტაორი შაჰინი.
რესპუბლიკელ სენატორ მიტ რომნისთან ერთად, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა, „შავი ზღვის უსაფრთხოების 2022 წლის აქტი“, შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე წლის ივლისში წარადგინა. ორპარტიული კანონპროექტი, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას, შავი ზღვის რეგიონის პიორიტეტად გამოცხადებისა და სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს.
სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა
როდის შეიძლება დაიწყოს საუბარი უკრაინასა და რუსეთს შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ. ამერიკელი სენატორები ამბობენ, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თავად უკრაინამ უნდა მიიღოს.
Your browser doesn’t support HTML5
„არ შემიძლია წარმოვიდგინო სცენარი, როცა ქვეყანას, რომელსაც ათობით ათასი ადმიანი მოუკლეს, რომელსაც გააუპატიურეს ქალები, ვუთხრათ, - ახლა მოლაპარაკების დროა. უკრაინამ, უკრაინელი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს“ - ამბობს სენატორი ტილისი.
იმავე პოზიციაზეა სენატორი შაჰინი, მისი თქმით თავად უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის მათთვის საუკეთესო გამოსავალი, შეერთებულმა შტატებმა კი, ნებისმიერ შემთხვევაში, მათი მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.