ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინის მხრადაჭერას გააგრძელებს


ევროკავშირის მხარადჭერა კიევისადმი კვლავ მტკიცეა და ასე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანა რუსეთის აგრესიას ებრძვის - ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს ევროსაჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელმა ეს მას შემდეგ თქვა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის, კიდევ უფრო მეტი ესკალაცია განიზრახა და დღეს ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

პრეზიდენტმა შარლ მიშელმა "ტვიტერზე" განცხადება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოფნის დროს დაწერა: "კრემლი მობილიზაციას აცხადებს... მაშინ, როდესაც გაეროს წევრი ქვეყნები თანამშრომლობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე მუშაობენ".

"ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია - რუსეთი, და ერთი აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა - უკრაინა" - თქვა მიშელმა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს ქვეყანაში სამხედრო რეზერვის ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამ დრომდე რუსეთი უკრაინაში წამოწყებულ ომს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და ოფიციალურ მობილიზაციას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად აცხადებს. უკრაინის კონტრშეტევის პარალელურად, რუსეთის ძალები მეზობელ ქვეყანაში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილზე კონტროლს კარგავენ.

XS
SM
MD
LG