ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლა შემაშფოთებელი ესკალაცია იყო და მისი მუქარა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯილიან კიგანმა, „სქაი-ნიუსთან“ საუბრისას.
„ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ჩვენ ამაზე კონტროლი არ გვაქვს. არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც მას აქვს რაიმე კონტროლი. ეს აშკარად ესკალაციაა“ - აცხადებს კიგანი.
„ეს საშინელებაა... სერიოზული საფრთხეა იმის, რაც აქამდეც მომხდარა“ - ამბობს კიგანი „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ კიდევ ერთ ინტერვიუში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, დღეს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გეგმას. ამასთან, პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ფანდი არ იყო, როცა მან თქვა, რომ რუსეთის დასაცავად, მზად იყო ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.
დღეს პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანი აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის ინდუსტრიული ცენტრის „გათავისუფლებაა“ და რომ რეგიონში მცხოვრებთა უმეტესობას, უკრაინის „უღელქვეშ“ დაბრუნება არ სურს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინის მთელი მიმართვა სიცრუეზე იყო დაფუძნებული და ეს კიდევ ერთი მცდელობაა, გადაწეროს ისტორია.