შობისა და ახალი წლისთვის მზადება შეერთებულ შტატებში ერთი თვით ადრე - ნოემბრის ბოლოდან იწყება. ამერიკაში შობა ზეიმს, წვეულებას, საჩუქრებს და სურვილების ახდენას უკავშირდება.
შობისთვის მზადებას ამერიკელები ნაძვის ხის დადგმით და სახლისა და ეზოების ფერად ფერადი ნათურებით მორთვით იწყებენ. ტრადიციად იქცა საშობაო საჩუქრების მირთმევაც, რასაც ამერიკელი ბავშვები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან. ამიტომაც დეკემბერში სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს უამრავი ხალხი სტუმრობს და ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის საშობაო საჩუქრებს იძენს.
შობის და ახალი წლის სიმბოლოებს შორისაა ბიბლიური შობის ამსახველი სცენა, პატარა იესოს გამოსახულება, სანტა კლაუსი, ალფები და ირმები. შობის აქსესუარებად კი ამერიკელები ულამაზეს დეკორაციებს, შობის სპეციალურ ქოთნის წითელ ყვავილს- პოინსეტიას, წითელ სანთლებსა და სუფრებს იყენებენ.
შეერთებული შტატების სახვადასხვა ქალაქებში ასევე ტრადიციადაა ქცეული ქალაქის ცენტრში ნაძვის ხის ანთების რიტუალი. ამ მხრივ პირველობას დღემდე არ თმობს ნიუ იორკის ნაძვის ხე, რომელიც მანჰეტენზე როკფელერის სახელობის ცენტრში ყოვლეწლიურად იდგმება. ნიუ იორკის ნაძვის ხის სიმაღლე ძირთადად 30 მეტრამდეა და სხვადასხვაფერი ნათურებით და საშობაო სათამაშოებითაა მორთული. ნაძვის კენწეროს კი სვაროვსკის ბროლის ულამაზესი ვარსკვლავი ამშვენებს.
წელს 6 დეკემბერს ვაშინგტონის ცენტრში მდგარი ეროვნული ნაძვის ხე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აანთო. საშობაო ნაძვის ხის ანთების დღესასწაულს პრეზიდენტის ოჯახი, ცნობილი მსახიობები და მუსიკოსები ესწრებოდნენ. დასასრულს პრეზიდენტმა ამერიკელებს შობა ახალი წლის სეზონის დაწყება მიულოცა და შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად სიმღერა „სანტა კლაუსი მოდის ჩვენ ქალაქში“ შეასრულა:
ყოველ წელს წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შობის მოახლოებასთან ერთად მაღაზიის დახლები და ციფრული მუსიკის ვებგვერდები სადღესასწაულო მუსიკალური კრებულებით ივსება. აქ ყოველთვის შეხვდებით საშობაო კლასიკად ქცეულ ლორეტა ლინის და ნატ კინგ კოლის ალბომებს. მაგრამ ყოველ წელს ასევე თანამედროვე შოუ ბიზნესის ვარსკვლავები ახალი შობის ალბომებს უშვებენ.
2013 წელს საშობაო მუსიკალური ალბომები გამოსცეს მომღერლებმა სიუზან ბოილმა, ჯეველმა, მერი ჯეი ბლაიჯიმ ჩაწერეს.