ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეოკუპირებული ქალაქები თითქმის სრულად განადგურებულია, ამბობს ზელენსკი


300-მდე დასახლება, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევის დროს რუსული ოკუპაციისგან დაიხსნეს თითქმის სრულად განადგურებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკიმ განცხადება დაოკუპირებული ქალაქების შესახებ მას შემდეგ გააკეთა, რაც ის ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე უკრაინულ ქალაქებში ჩავიდა. ზელენსკი ყვება, რომ თითქმის სრულად განადგურებული ქალაქებისა და სოფლების აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქ კრივი რიჰის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც ბოლო დროს რუსეთი უმოწყალოდ ბომბავს. ეს არის ქალაქი ცენტრალურ უკრაინაში, სადაც ომის დაწყებამდე 650 000 ადამიანი ცხოვრობდა.

კრივ რიჰი მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში რვაჯერ დაიბომბა, ამბობენ ოფიციალური პირები.

რუსეთმა დაბომბა ყარაჩუნოვის წყალსაცავიც, ამბობს ზელენსკი და განმარტავს, რომ ამ ობიექტს არანაირი სამხედრო ღირებულება არ გააჩინია და ის მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებისთვის გამოიყენებოდა.

ყარაჩუნოვის წყალსაცავის დაბომბვის შედეგად 112 სახლი დაიტბორა, თითქმის სრულად შეწყდა წყალმომარაგება, ამბობს კრივი რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვილკული.

ზელენსკი ამბობს, რომ კრივი რიჰში უახლოეს პერიოდში დაიწყება მუშაობა წყალსაცავის აღდგენასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 14 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ავტოავარიაში მოჰყვა. მას შემდეგ რაც ზელენსკი ფრონტის ხაზიდან კიევში დაბრუნდა, მისი ავტომობილი კერძო პირის მანქანას შეეჯახა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ზელენსკი თავს კარგად გრძნობს და ის ექიმმა გასინჯა. მოგვიანებით ზელენსკიმ ვიდეო მიმართაც გაავრცელა და მოსახლეობას ტრადიციულად მიაწოდა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ცნობები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG