რუსეთში სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 7 ბავშვი. დაჭრილია 20 ადამიანი.
რუსი სამართალდამცავების ცნობით, თვითმკვლელი შეიარაღებული პირი იჟევსკის სკოლაში ორშაბათს შეიჭრა. უცნობია თავდამსხმელის ვინაობა და მოტივი. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ლიკვიდირებული თავდამსხმელი შავებშია შემოსილი და მაისურზე, წრეში გამოსახული სვასტიკა აქვს დატანილი.