ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს რუსულ ჯარში წასვლას უკრძალავენ


ყირგიზეთის და უზბეკეთის მთავრობები რუსეთში ეკონომიკურ მიგრანტებად წასულ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ჯარის მხარეს არ ჩაერთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ ქვეყნებში ყირგიზებსა და უზბეკებს სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შეექმნებათ. ეს განხცადებები ცენტრალური აზიის ორმა ქვეყანამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა

მოსკოვში ყირგიზეთის საელჩომ 21 სექტემბერს, ობილიზაციის განკარგულებს გაცემიდან რამდენიმე საათში გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობებში ნებისმიერი მონაწილეობა ითვლება დაქირავებულ სამხედრო საქმიანობად და 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. ასევე ხდება ადამიანის მთელი ქონების კონფისკაცია.

„საელჩო მოუწოდებს ყირგიზეთის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ აცნობონ ყირგიზეთის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობას რუსეთის ფედერაციაში, თუკი ისინი მიიღებენ ჯარში გაწვევის დოკუმენტებს, რომლებიც მათ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყირგიზეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რუსეთში 1 მილიონზე მეტი ყირგიზეთის მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი შრომითი მიგრანტია. თუმცა, ყირგიზთა ნაწილს ასევე აქვს რუსეთისა და ყირგიზეთის ორმაგი მოქალაქეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შესაძლოა სამხედრო მობილიზაციას ექვემდებარებოდნენ.

XS
SM
MD
LG