ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი: კონფლიქტის მოლაპარაკებით დასრულება კვლავ მთავარი მიზანია


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასურლება კვლავ მთვარ მიზნად რჩება.

ფრანგულ ტელეკომპანია „BFM TV”- თან საუბრისას, ემანუელ მაკრონი ასევე ამბობს, რომ საფრანგეთს სურს უკრაინამ რუსულ თავდასხმებს წინააღმდეგობა გაუწიოს და თავისი სუვერენიტეტი სრულად აღიდგინოს.

მანამდე, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფმა მაკრონმა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინის გადაწყვეტილება „შეცდომაა“ და ეს რუსეთის იზოლაციას კიდევ უფრო გაზრდის.

„მისი [პუტინის] გადაწყვეტილება რუსი ხალხისთვის, ახალგაზრდებისთვის ცუდი ამბავია და მისი ქვეყნის იზოლაციას კიდევ უფრო გაზრდის“ - განაცხადა მაკრონმა.

ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, მაკრონი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა და თქვა, რომ მსოფლიოს ბირთვულმა ძალებმა ახლა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს.

ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანება გასცა და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გეგმას. ამასთან, პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ბლეფი არ იყო, როცა მან თქვა, რომ რუსეთის დასაცავად მზად იყო ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.

XS
SM
MD
LG