ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, 25 აპრილი, 2019 წელი.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, 25 აპრილი, 2019 წელი.

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთს შეიარაღება და საბრძოლო მასალა მიაწოდა. უწყება ამბობს, რომ ეს „მტრული ძალების“ მიერ გავრცელებული „ჭორებია“, რომლებიც მიზნად ფხენიანის იმიჯის შელახვას ისახავს.

„ჩვენ არასდროს გაგვიტანია რისეთში იარაღი, ან საბრძოლო მასალა და მათ ექსპორტს არ ვგეგმავთ“ - ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის უწყების დაუდგენელი მაღალჩინოსნის ამ განცხადებას ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

განცხადებას წინ უსწრებდა ამერიკული დაზვერვის დეკლარირებული შეფასება, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის შეძენის პროცესშია. ვ

ჩრდულოეთ კოეიდან რუსეთში ამგვარი შეიარაღების ექსპრტი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე მოიცავს სარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს, გაეროს რეზოლიუციებს დაარღვევს. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გამო მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციები, ჩრდილოეთ კორეას იარაღის იმპორტს და ექსპორტს უკრძალავს.

მოსკოვი ამერიკული დაზვერვის დასკვნას „ყალბს“ უწოდებს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ცნობაში, ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ ვაშინგტონმა „უგუნური შენიშვნები“ უნდა შეწყვიტოს და „პირი დამუწოს“.

ცოტა ხნის წინ, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები ირანისგან შეიძინა. ირანს, შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო სანქციები აქვს დაწესებული.

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, რუსეთის მიერ მიკროჩიპებისა და სხვა აღჭურვილობის შესყიდვას ზღუდავს, რაც მოსკოვს შეიარაღებისა და სხვა სახის სამხედრო წარმოებაში სირთულეებს უქმნის.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერიმა, ჯონ კირბიმ მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მოსკოვს ჩრდილოეთ კორეიდან, მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვის შესყიდვა შეუძლია, თუმცა მისი თქმით, ვაშინგტონს არ აქვს მტკიცებულება, რომ ამგვარი შესყიდვა უკვე განხორციელდა.

გასულ კვირაში, ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი „თითქმის დარწმუნებით“, ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან „მეტ იარაღს ყიდულობს“.

XS
SM
MD
LG