ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიას შესაძლოა პირველი ქალი პრემიერი და ულტრამემარჯვენე მთავორობა ჰყავდეს


ჯორჯია მელონი
ჯორჯია მელონი

კვირას დაგეგმილმა საპარლამენტო არჩევნებმა, შესაძლოა იტალიის ისტორიაში ახალი თავი დაწეროს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველად, შესაძლოა ქალი გახდეს. ამასთან, ჯორჯია მელონის გამარჯვების შემთხვევაში, იტალიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მკვეთრად მემარჯვენე მთავრობის მეთაური ეყოლება.

მელონის ნაციონალისტურმა „იტალიის ძმებმა“, 2018 წელს ხმების მხოლოდ 4% მოიპოვა, მგრამ მოსალოდნელია, რომ ამჯერად პარტია ხმათა 25%-ს მიიღებს. კონსერვატული პარტნიორების ალიანსი კი მას საპარლამენტო უმრავლესობამდე მიიყვანს.

ფოტო ჯორჯია მელონის წინასაარჩევნო კამპანიიდან, მილანი
ფოტო ჯორჯია მელონის წინასაარჩევნო კამპანიიდან, მილანი

გამარჯვების შემთხვევაში, მელონის მთელ რიგ გამოწვევებთან გამკლავება მოუწევს - ენერგოსექტორში გაზრდილი ფასები, სახელმწიფო ვალები, შესაძლო რეცესია და რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

45 წლის რომაელი მელონი, ქვეყანას იმიგრაციის შემცირებას და გადასახადების შემცირებას ჰპირდება.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ მემარჯვენე ბლოკის წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებიც სხვა სოციალურ საკითხებთან ერთად, მკაცრ საიმიგრაციო მიდგომას ითვალისწინებს, არალეგალურია და არ იმუშავებს.

მთავარი მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ მელონის პარტიას ნეო-ფაშისტურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ პარტიის გამარჯვება ქვეყნისთვის სახიფათო იქნება. „დემოკრატიული პარტია“ აცხადებს, რომ მელონის უნგრეთის ნაციონალისტ ლიდერ ვიქტორ ორბანთან მჭიდრო კავშირები აქვს.

იტალიის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი მანამდე ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა და საერთაშორისო ინვესტორები მას სანდო ფიგურად აღიქვამდნენ. დრაგიმ, საკუთარ მთავრობაში ამბოხის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ივლისში გააკეთა.

საარჩევნო უბნები იტალიაში კვირას, დილის 7:00 საათზე გაიხსნება და 11:00-ზე დაიხურება, წინასწარი შედეგები კი ორშაბათს დილიდან გახდება ცნობილი. მკაფიო შედეგების არსებობის შემთხვევაშიც კი საეჭვოა, მომავალი მთავრობა მუშაობას ოქტომბრის ბოლომდე შეუდგეს. ახალი პარლამენტი, 13 ოქტომბრამდე არ შეიკრიბება.

XS
SM
MD
LG