ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოლცი პუტინს დაჟინებით მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს და უკრაინიდან ჯარი გაიყვანოს


გერმანიის კანცლერის ოფისმა 13 სექტემბერს, გერმანიის და რუსეთის ლიდერების ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაჟინებით მოუწოდა, უკრაინაში კონფლიქტს ცეცხლის შეწყვეტაზე დაფუძნებული დიპლომატიური გადაწყვეტა მოუძებნოს და რუსული ჯარი სრულად გაიყვანოს.

შოლცმა ასევე აქცენტი გააკეთა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებაზე და პუტინს სთხოვა, სრულად შეასრულოს მარცვლეულის თაობაზე გაეროს შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება, თქვა შოლცის პრეს-მდივანმა სტეფენ ჰებესტრაიტმა.

„ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან ანექსიის შემდგომი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება და მისი აღიარება არანაირ გარემოებებში არ მოხდება,“ თქვა ჰერბსტრაიტმა. მან იქვე დაამატა, რომ შოლცი და პუტინი კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

კანცლერის ოფისის თანახმად, 90 წუთიანი სატელეფონო საუბარი, შოლცსა და პუტინს შორის კვირების განმავლობაში პირველად შედგა.

XS
SM
MD
LG