ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის კანცლერი ევროკავშირის გაფართოებისა და მასში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს


გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ის "მოწოდებულია" ევროკავშირის გაფართოებაზე და თვლის, რომ მასში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ასევე უკრაინა, მოლდოვა და დროსთან ერთად, საქართველოც უნდა გაწევრიანდნენ. მისი თქმით, "ევროპის ცენტრი აღმოსავლეთით მიდის".

"მათი ევროპული ასპირაცია ჩვენი ინტერესია" თქვა შოლცმა 29 აგვისტოს ჩეხეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი ცდილობენ, რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ. ეს ქვეყნები განსაკუთრებული იმედით უყურებენ ევროკავშირის წევრობას მას შემდეგ, რაც უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს ივნისის ბოლოს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის მიმდინარეობის ფონზე, შოლცმა მოუწოდა 27-წევრიან კავშირს, რომ "გადაწყვიტონ ძველი კონფლიქტები და იპოვონ ახალი გამოსავალი". მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანია გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას "იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება".

„ამ გაფართოებულ კავშირში წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებები გაიზრდება, ეს შეეხება პოლიტიკურ ინტერესებს, ეკონომიკურ გავლენას და სოციალური უსაფრთხოების სისტემებს“, - თქვა შოლცმა.

XS
SM
MD
LG