"საერთაშორისო ატომური სააგენტოს" ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ამბობს, რომ ოფიციალური კიევი და მოსკოვი, შესაძლოა შეთანხმდნენ იმაზე, რომ გაეროს წარმომადგენლებმა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური შეამოწმონ. ზაპორიჟიის ატომური ელექტრო სადგური დიდი ხანია, რაც მხარეებს შორის დავის საგანია. ევროპაში სიდიდით ყველაზე დიდ სადგურს შეტაკებების გამო საფრთხე ემუქრება, მოსკოვი და კიევი კი ერთმანეთს ადანაშაულებენ ატომური სადგურის ირგვლივ ცეცხლის გახსნაში.
"ფრანს 24"-თან საუბრის დროს, 25 აგვისტოს, გროსმა თქვა, რომ ისინი "ძალიან, ძალიან ახლოს" არიან შეთანხმებასთან, რათა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის შემოწმება მოხდეს.
ატომურ სადგურს რუსები 4 მარტიდან აკონტროლებენ. თუმცა, უკრაინელ ინჟინრებს უფლება მისცეს, რომ სადგურზე მუშაობა გააგრძელონ რუსების კონტროლის ქვეშ.
გაერომ ორივე მხარეს შესთავაზა, რომ მომლაპარაკებლის როლში იქნება და ზაპორიჟიის ატომურ სადგურზე "საერთაშორისო ატომური სააგენტოს" წარმომადგენლებს ჩაიყვანს, რათა სიტუაცია შეამოწმონ. აქამდე რუსეთი უარს ამბობდა ამ შეთავაზებაზე და ამბობდა, რომ არაფერია სანდო, რაშიც კიევია გარეული. თუმცა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა, შესაძლოა შეთანხმებას მიაღწიონ.