ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში მოულოდნელად ჩავიდა. წინასწარ გაუხმაურებელი ვიზიტის ფარგლებში ბლინკენმა უკრაინას, საქართველოს და რუსეთის საფრთხის წინაშე მყოფ სხვა ევროპულ ქვეყნებს 2.675 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტიც წარუდგინა.
ბლინკენმა თქვა, რომ თეთრი სახლი ამ ორ მილიარდ დოლარს საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამიდან იმისთვის გამოყოფს, რომ უკრაინამ და 18-მდე სხვა ევროპულმა სახელმწიფომ - მათ შორის ნატოს რამდენიმე წევრმაც, რომლებიც სამომავლოდ რუსული აგრესიის ყველაზე მეტი საფრთხის ქვეშ არიან, შეძლონ უსაფრთხოების გაძლიერება.
კონგრესის დასტურის შემდეგ დახმარების ნაწილი 1 მილიარდი უშუალოდ უკრაინას გადაეცემა. დანარჩენი კი სხვა ქვეყნებს შორის გადანაწილდება. მათ შორის საქართველოცაა. სახელმწიფო დეპარტამენტიდ ცნობით, დახმარებას მიიღებენ ალბანეთი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
"ეს დაეხმარება ამ ქვეყნებს შეაკავონ და დაიცვან თავი მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არსებული გადაუდებელი საფრთხეებისგან. ეს მოხდება ნატოსთან მათი სამხედრო ინტეგრაციის და რუსეთის გავლენასა და აგრესიასთან დაპირისპირების გზით", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკის თადაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ის 675 მილიონი დოლარის ღირეულების იარაღს მოიცავს. ოსტინის თქმით, ვაშინგტონი ხედავს "დემონსტრაციულ წარმატებას" ბრძოლის ველზე რუსეთის ჯარის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში თებერვალში შეიჭრა.
"ეს წინა წლის აგვისტოს შემდეგ არის ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ამერიკის [იარაღის] მარაგებიდან უკრიანისთვის გამოყოფილი უკვე მეოცე სამხედრო პაკეტი", - თქვა ოსტნმა ხუთშაბათს გერმანიაში ამერიკულ, რამშტაინის ბაზაზე. მისივე განმარტებით, პაკეტი მოიცავს 105 მმ-იანი "ჰაუბიცებს", ზუსტი დამიზნების GMLRS რაკეტები და საარტილერიო ამუნიცია.
8 სექტემბერს გამოცხადებული დახმარების ჩათვლით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უკვე 15.2 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო. ოსტინის თქმით, რამშტაინის ბაზაზე შეკრებილი თავდაცვის მინისტრები უკრაინული ჯარებისთვის წვრთნების კოორდინაციაზეც იმსჯელებენ. ბოლო კვირებში უკრაინის სამხრეთში ბრძოლა ინტენსიურად გრძელდება. კიევი კონტრშეტევაზე გადავიდა და აცხადებს, რომ რამდენიმე დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება მოახერხა.
"პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მკაფიოდ ამბობს, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრიანელ ხალხს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. მე ეს გზავნილი კიდევ ერთხელ გადავეცი პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს დღეს კიევში. კიევი რჩება და კვლავ დარჩება დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინის დედაქალაქად", - თქვა ბლინკენმა.