ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა პოლონეთმაც დააწესა


პოლონეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, რუსეთის მოქალაქეების საკუთარ ტერიტორიაზე შეშვება შეზღუდა. პოლონეთის ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის პასუხია.

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მიმდინარე კვირაში შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეებს ბალტიისპირეთში შესვლას შეუზღუდავენ.

"მიუღებელია, რომ როდესაც უკრაინაში ხალხს აწამებენ და ხოცავენ, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები თავისუფლად მოგზაურობდნენ ევროკავშირში",- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

„ზომები მივიღეთ საზოგადოებრივი წესრიგისა და შიდა უსაფრთხოების, ისევე როგორც ჩვენი საერთო შენგენის ტერიტორიის საერთო უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა პოლონეთის მთავრობამ.

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს კვლავ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს" და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას, რომელიც ევროპული თუ სხვა დასვლური ქვეყნებისგან მოდის მისი მისამართით.

XS
SM
MD
LG