რუსეთის მოკავშირე ბელარუსი ევროკავშირის საზღვართან დაუგეგმავ წვრთნებს მართავს. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. წვრთნები ბელარუსის ჩრდილოეთით, ბრესტში ტარდება, რომელიც პოლონეთს ესაზღვრება.
8 სექტემბერს, თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ წვრთნების ფარგლებში სამხედროები „მტრის მიერ დროებით მიტაცებული ტერიტორიების გათავისუფლების“ ოპერაციებს ჩაატარებენ.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას რამდენი სამხედრო იღებს მონაწილეობას წვრთნებში, თუმცა სამინისტროში განმარტეს, რომ „სარდლობის, საშტაბო წვრთნებში მონაწილე ჯარების რაოდენობა, გამოსაყენებელი იარაღი და სამხედრო აღჭურვილობის ტიპი არ აღემატება იმ მაჩვენებელს, რომელსაც ვენის 2011 წლის შეთანხმება განსაზღვრავს.
პარალელურად ლუკაშენკოს ბელარუსი, უკვე მეშვიდე თვეა, რუსეთს აძლევს საშუალებას, გამოიყენოს ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე იერიშების მისატანად. აქვე ლუკაშენკო განმარტავს, რომ ბელარუსის სამხედროები ომში მონაწილეობას არ იღებენ.
რუსეთსა და ბელარუს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და ქვეყანა ქუჩის პროტესტმა მოიცვა, დასავლეთის მწვავე კრიტიკის ფონზე ლუკაშენკომ პუტინთან კავშირები გააღრმავა.
2021-22 წლებში ბელარუსის გავლით ევროპის მიმართულებით ათასობით მიგრანტი ცდილობდა გადაადგილებას. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ეს კრიზისი მინსკის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ხელს უწობდა ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში მიგრანტების ტრანსპორტირებას, შემდეგ კი პოლონეთის მიმართულებით გზავნიდა. მინსკი დასავლეთის ბრალდებებს არ ადასტურებს.
Facebook Forum