ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარს დააწესებს, პუტინი კი გაყინვით იმუქრება


ოთხშაბათს, ევროკავშირმა რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების წინადადება წარმოადგინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ თუ ისინი ასეთ ნაბიჯს გადადგამდნენ, ენერგომომარაგებას სრულად შეაჩერებდა. ეს მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში ზამთარში ენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვების რისკს ზრდის.

დაპირისპირების გამწვავებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს ევროპული გაზის ისედაც ძალიან მაღალი ფასი. ევროკავშირის მთავრობებს გაუძვირდებათ იმის საფასური, რასაც ისინი ენერგოკრიზისთან ბრძოლაში და ცივი ზამთრის პირობებში შეზღუდული სახსრების მქონე მომხმარებლების დასაცავად იხდიან.

ევროპამ რუსეთს ბრალი დასდო, რომ ენერგომომარაგებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს, რათა უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვზე დაწესებული სანქციებისთვის, მათ სამაგიერო გადაუხადოს. რუსეთი კი აცხადებს, რომ სანქციების დაწესებამ გაზის მიწოდებას პრობლემები შეუქმნა, რადგან მილსადენები გაუმართავია.

დაძაბულობის გამწვავებასთან ერთად, პუტინმა თქვა, რომ ფასის ზედა ზღვრის დაწესების შემთხვევაში, კონტრაქტები შეიძლება დაირღვეს და დასავლეთი რისკავს ისე გაიყინოს, როგორც მგლის კუდი ცნობილ რუსულ ზღაპარში.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირი გეგმავს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვარი დააწესოს და ასევე განსაზღვროს მაქსიმალური ფასის ოდენობა ელექტროენერგიაზე, რომელიც არა გაზზე მომუშავე გენერატორებიდან მიიღება.

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრა პარასკევისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG