ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა რუსული ნავთობის და გაზის ექსპორტის მეტი შეკვეცისთვის ემზადება


ორშაბათს, მილსადენის ოპერატორმა, რომლითაც ყაზახეთიდან რუსეთის გავლით ნავთობის გადატუმბვა ხდება, თქვა რომ მილსადენის სისტემის დაზიანების გამო, ევროპა ენერგომატარებლების მიწოდების ახალი შეფერხების წინაშეა. ეს აღრმავებს იმ შეშფოთებას, რაც ევროპის ქვეყნებში გაზის მიწოდების მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია.

კომპანია „კასპიის მილსადენის კონსორციუმმა“ (CPC), რომელიც გლობალური ნავთობის 1 პროცენტს ამუშავებს და რუსული მილსადენი კომპანია „ტანსნეფტის“უდიდესი აქციონერია, თქვა რომ შავ ზღვაში მისი სამი ტერმინალიდან, ორი შეჩერებულია.

დასავლეთი რუსეთს ბრალს ენერგომომარაგების შეზღუდვაში სდებს, რომლითაც მოსკოვი უკრაინაში შეჭრის გამო მასზე დაწესებული სანქციებისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, ფასების ზრდას იწვევს. რუსეთი ამას უარყოფს და ყველაფერს დასავლურ სანქციებს და სხვადასხვა ტექნიკურ პრობლემას აბრალებს.

რუსული ბუნებრივი გაზის ევროპაში მიწოდება დაახლოებით 75 პროცენტით შემცირდა. კომპანია „გაზპრომმა“ გასულ კვირაში „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ზე არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების დაწყების შესახებ გამოაცხადა. ორშაბათს, ბუნებრივ გაზზე ფასი მკვეთრად გაიზარდა. ამას დაემატა შეფერხებები ნორვეგიის და ბრიტანეთის გაზის საბადოებზე.

უკრაინის გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორმა განაცხადა, რომ მას და პოლონური გაზის მილსადენს ჰქონდათ საკმარისი გამტარუნარიანობა, რათა რუსული გაზი ევროპაში მიეწოდებინათ და „ჩრდილოეთის ნაკადის“ შეჩერების კომპენსაცია მოეხდინათ „გაზპრომს“ კი პასუხი არ გაუცია სააგენტო "როიტერის" თხოვნაზე, გაეკეთებინა კომენტარი სხვა არხებით გაზის ექსპორტის გაზრდის გეგმაზე.

XS
SM
MD
LG