ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აბობს, რომ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის" შესაკეთებლად ბევრს ვერაფერს გააკეთებს


კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთს ბევრი არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რათა მილსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 1" შეაკეთოს. გაზსადენის გაუმართაობამ რუსული სახელმწიფო კომპანიის "გაზპრომის" მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის ექსპორტი და მიწოდება შეაფერხა.

გასულ კვირას, "ჩრდილოეთის ნაკად 1"-ის გაუმართაობის მიზეზით, რუსეთმა 20%-მდე დაიყვანა გაზის მიწოდება ევროპისთვის. ისინი ამბობდნენ, რომ ტურბინა, რომელიც გასაკეთებლად კანადაში გააგზავნეს, უკან აღარავის დაუბრუნებია. კრემლის თქმით, გაზსადენზე სხვა ნაწილებიც შესაკეთებელია.

დასავლეთში ამბობენ, რომ რუსეთი ტურბინების გაუმართაობას მიზეზად იყენებს, რათა ევროპას გაზი არ მიაწოდოს.

"არსებობს დაზიანებები, რომლებიც სასწრაფოდ შეკეთებას მოითხოვს. არსებობს კონკრეტული ხელოვნური პრობლემები, რომლებიც ამას ხელს უშლის და სანქციებითაა გამოწვეული", - თქვა პესკოვმა.

"სიტუაცია შესაცვლელია და რუსეთს მხოლოდ მცირე შესაძლებლობები აქვს" დაამატა მან.

გერმანულმა კომპანია "სიმენს ენერჯიმ" განაცხადა, რომ მათ არ აქვთ წვდომა ტურბინებთან, ასევე არ მიუღიათ არანაირი ცნობა "გაზპრომისგან", რომ გაზსადენზე დაზიანებაა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ტურბინები გამართულად მუშაობენ.

XS
SM
MD
LG