ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამები თეთრ სახლში - ვაშინგტონში ტრადიცია აღდგა


ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი საპრეზიდენტო ტრადიციას აღადგენენ და ამერიკის 44-ე პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის მეუღლეს, მიშელ ობამას თეთრ სახლში, მათი ოფიციალური პორტრეტების წარსადგენად უმასპინძლებენ. ტრადიცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს, 2017-2021 წლებში დროებით შეწყვეტილი იყო.

თეთრ სახლში საპრეზიდენტო პორტრეტები სხვადასხვა ოთახებშია გამოფენილი. აქ ნახავთ ყველა პრეზიდენტის პორტრეტს, დაწყებული ჯორჯ ვაშინგტონიდან, ვისი პორტრეტიც თავდაპირველად კონგრესმა შეიძინა. სხვა პრეზიდენტების პორტრეტები კოლექციას საჩუქრების სახით დაემატა. 1965 წლის შემდეგ კი, პორტრეტებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი სახლის ისტორიის ასოციაცია“ აფინანსებს.

„ბოლო დროს, პრეზიდენტები და პირველი ლედები, როგორც წესი, თავად არჩევენ მხატვრებს იქამდე, ვიდრე თეთრ სახლს დატოვებენ. ასევე, ათანხმებენ, როგორი უნდა იყოს ოფიციალური პორტრეტები მათი საზოგადოების წინაშე წარდგენამდე და კოლექციაში შეტანამდე“,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. „პორტრეტების ავტორები მიზნად ისახავენ, რომ გამოსახონ თითოეულის უნიკალური ხასიათი და გარეგნობა და ასე გააერთიანონ ჩვენი საპრეზიდენტო ისტორია ამ ცალკეული ხელოვნების ნიმუშებით“.

პორტრეტების წარდგენის ცერემონია ბარაკ ობამას მეორე ვიზიტი იქნება თეთრ სახლში მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა. 2017 წლის შემდეგ, ობამა თეთრ სახლში პირველად 2022 წლის 12 აპრილს მივიდა, რათა ე.წ ობამაქეარის მიღების წლისთავი აღენიშნა. მიშელ ობამასთვის კი ეს პირველი ვიზიტი იქნება თეთრ სახლში მას შემდეგ, რაც 2017 წლის 20 იანვარს ამერიკის მთავარი სახლი დატოვა.

XS
SM
MD
LG