ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირს რუსეთის დატოვების მსურველების მიმართ ერთობლივი პოზიცია უნდა ჰქონდეს


რუსეთს და ესტონეთს შორის მდებარე საზღვარი ნარვას ხიდზე. 18 სექტემბერი, 2022 წ.
რუსეთს და ესტონეთს შორის მდებარე საზღვარი ნარვას ხიდზე. 18 სექტემბერი, 2022 წ.

ევროპის კავშირს ერთობლივი პოზიციის შემუშავება ესაჭიროება რუსეთიდან მომავალი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ქვეყანას უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ტოვებენ - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა პრესსპიკერმა. "ჩვენ დაგვჭირდება ერთიანი პოზიცია ევროპის კავშირის დონეზე" - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას იმაზე, თუ როგორ აპირებენ თავი გაართვან სიტუაციას, თუკი რუსეთიდან მომართვიანობა გაიზრდება.

მაგრამ, ამავე დროს, ევროპის კომისია იმასაც უსვამს ხაზს, რომ ბლოკის წევრ ქვეყნებს თითოეული განაცხადის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა მართებთ და მათ მხედველობაში უნდა მიიღონ თავშესაფრის მოთხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები.

ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ბევრი მოქალაქე ტოვებს ქვეყანას, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. მისი ცნობით, რუსეთი თებერვლის მერე, მას შემდეგ, რაც მოსკოვი თავს დაესხა მეზობელ უკრაინას, ქვეყანა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ჟურნალისტებთან საუბარში პიტერ სტანომ ისაუბრა საპროტესტო აქციებზეც, რომლებიც რუსეთში მიმდინარეობს, ჯარში მასობრივი გაწვევის წინააღმდეგ. "ეს აჩვენებს, რომ რუსები ხმას ახლა საკუთარი ფეხით აძლევენ" - თქვა მან.

ევროკომისიის პრესსპიკერმა ევროპის კავშირის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა "რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც ეყოთ გამბედაობა და გამოხატეს რეჟიმის ქმედების მიმართ ოპოზიცია, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქმე უკრაინაში მიმდინარე ამ უკანონო ომს ეხება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG