ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ამბობს, რომ კიდევ ორი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს


უკრაინაში დამატებით 2 მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით, სამარხებში ასობით უკრაინელის ცხედარია.

უკრაინის პირველი პირი ამბობს, რომ ორივე სამარხი დეოკუპირებულ იზიუმშია აღმოჩენილი, საიდანაც რუსული ჯარების განდევნა უკრაინელებმა რამდენიმე კვირის წინ შეძლეს.

"დღეს მე მივიღე მეტი ინფორმაცია... მათ აღმოაჩინეს კიდევ ორი მასობრივი საფლავი, დიდი საფლავი ასობით ადამიანით... ჩვენ ვსაუბრობთ პატარა ქალაქ იზიუმზე", - თქვა ზელენსკიმ.

ამერიკულ ტელეკომპანია „სი ბი ეს-თან“ საუბრის დროს ზელენსკიმ თქვა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გააფართოვოს. კიევის სურვილია, რომ ვაშინგტონმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს.

ზელენსკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ იზიუმში ორი მასობრივი სამარხია აღმოჩენილი, მოსკოვში ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ. მანამდე აღმოჩენილ სამარხთან დაკავშირებით კი მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

პირველ სამარხში 436 ადამიანის ცხედარი იყო მოთავსებული. მათ დიდი ნაწილს წამების კვალი ეტყობა. ახლა ცხედრების ამოცნობა ხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ იკვეთება ომის დანაშაულებების კვალი.

კიევს დასავლელი პარტნიორები ეხმარებიან, რათა მოხდეს აღწერა და დოკუმენტირებულად დადასტურება რუსული სისასტიკის, რომელიც შემდეგ საერთასორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გადაიგზავნება, სადაც უკვე დაწყებულია გამოძიება. ათასობით მტკიცებულება სასამართლოს უკვე მიღებული აქვს.

XS
SM
MD
LG