მარტის დასაწყისში, სააგენტო „როიტერმა“, უკრაინის ქალაქ ირპინში გადაღებული მიდეომასალა გაავრცელა. კადრები ასახავს, როგორ ცდილობენ ჟურნალისტები, დაბომბვისას თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარონ.
მაგრამ, ომში, ღია ცეცხლში, უსაფრთხო ადგილის პოვნა რთულია. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, 4 ჟურნალისტი უკვე მოკლეს, რამდენიმე კი დაიჭრა.
„Associated Press“-ის ორმა ჟურნალისტმა, მსტისლავ ჩერნოვმა და ევგენი მალოლეტკამ, ამ კვირაში დეტალურად აღწერა მარიუპოლის ალყაში მუშაობის გარემოებები, უსაფრთხოების წესების დაცვისთვის გაწეული ძალისხმევა მაშინ, როცა უნდა ეცადო რუს ჯარისკაცებს დაუძვრე.
რისკების ზრდის ფონზე, მედია ჯგუფები და საერთაშორისო ორგანოები, სულ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას უსაფრთხოებაზე და ავრცელებენ გაფრთხილებებს, რათა შეახსენონ ყველა მხარეს, რომ ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და არა სამიზნეები.
მსგავსი გაფრთხილებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 14 მარტს, კიევის მახლობლად, ტელეკომპანია „ფოქსის“ ჟურნლისტები, პიერ ზაკრევჟსკი და ოლექსანდრა კუვშინოვა მოკლეს. იმავე ინციდენტში მძიმედ ადაშავდა აშშ-ის მაუწყებლის კორესპონდენტი, ბენჯამინ ჰოლი.
ერთი დღით ადრე, ჯილდოს მფლობელი ამერიკელი კინორეჟისორი და ჟურნალისტი, ბრენტ რენო დაიღუპა და მისი კოლეგა ხუან არედონდო დაიჭრა, როდესაც მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. 1 მარტს კიევში სატელევიზიო ანძაზე რუსული დარტყმის დროს, უკრაინელი ტელეოპერატორი, ევჰენი საკუნი მოკლეს.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა არასოდეს არის მისაღები“, - აცხადებს სკოტ გრიფენი, ვენაში დაფუძნებული საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
გრიფინი ამბობს, რომ კონფლიქტის ზონაში, ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება.
მედიის მხარდაჭერა
ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, უკრაინაში მყოფი ჟურნალისტების მხარდასაჭერად, ქალაქ ლვივში რესურს- ცენტრი გხასნა.
რესურს-ცენტრს, კონფლიქტში მომუშავე ჟურნალისტებისთვის უკვე აქვს პერსონალური დამცავი აჭურვილობა, მათ შორის ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ჩაფხუტები. ორგანიზაციამ მარაგი ევროპელი პარტნიორებისგან და მედიაორგანიზაციებისგან მიიღო.
”ჩვენ მივესალმებით ჟურნალისტების გამბედაობას. ამ ცენტრით, ჩვენ ვიბრძვით მედიის დამოუკიდებლობისთვის უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ“ - ამბობს ცენტრის კოორდინატორი, ალექსანდრე კუერი.
კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის გაწეულ ძალისხმევას, ასევე შეუერთდა „იუნესკო“.
„ყოველდღე ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები, საფრთხეში აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს უკრაინაში, რათა მიაწოდონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას და აცნობონ მსოფლიოს ამ ომის რეალობის შესახებ“ - განაცხადა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულეიმ.
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის წარმომადგენელი, სკოტ გრიფინი ამბობს, რომ მედიაორგანიზაციები კარგად უნდა აცნობიერებდნენ რისკებს, რაც ომის გაშუქებას თან ახლავს. ამიტომ, გრიფენი ერაყსა და სირიაში დაღუპულ ჟურნალისტებს იხსენებს და ამბობს, რომ ჟურნალისტების ცხელ წერტილებში სამუშაოდ მივლენამდე, მედიაორგანიზაციებმა რისკი სათანადოდ უნდა შეფასონ.
„ჩვენ ვიცით, რომ ბევრი მედიასაშუალების წარმომადგენლებს, ვინც აქ არიან, შესაძლოა საომარ ზონაში არასდროს უმუშავია. შესაძლოა ამისთვის მზად არ იყვნენ, არ ჰქონდეთ შესაბამისი აღჭურვილობა. ცხადია, ეს ეხება უკრაინულ მედიასაც. სწორედ ამიტომ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ ექნებათ წვდომა უსაფრთხოების აღჭურვილობაზე, რომელიც მათ სჭირდებათ. ეს არის ჩვენი მისია ახლა“ - ამბობს გრიფინი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
კონფლიქტის ხაფანგში
ომის ქაოსში რამდენიმე ჟურნალისტი დაიკარგა.
ცალკეულ ინციდენტებში, ვიქტორია როშჩინა და ოლეჰ ბატურინი, ომის გაშუქებისას რამდენიმე დღის განმავლობაში მიუწვდომელები იყვნენ. უკრაინელი ფოტოჟურნალისტი, მაკს ლევინი კი ცხრა დღეა დაკარგულია.
როშჩინა, უკრაინული ტელეარხის, „ჰრომადსკეს“ კონფლიქტის რეპორტიორი, 15 მარტს გაუჩინარდა. ტელეკომპანია, ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რეპორტიორი რუსულმა ძალებმა წაიყვანა.
მედიის დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) სამშაბათს განაცხადა, რომ როშჩინა ახლა თავისუფალია. ორგაიზაციის ინფორმაციითთ, ის რუსულმა ძალებმა დააკავა და აიძულეს ტელეკამერის წინ ეთქვათ, რომ მისი სიცოცხლე რუსმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს.
ბატურინი, რომელიც უკრაინულ გაზეთ „Novyi Den“-ში მუშაობს, რვადღიანი დაკავების შემდეგ, კვირას გაათავისუფლეს.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ გამტაცებლები ჟუნალისტს შეურაცხყოფით ექცეოდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
კიდევ ერთი ჟურნალისტის, ლევინის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნებია, 41 წლის ჟურნალისტი 13 მარტს, კიევის მახლობლად, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში წასვლის შემდეგ გაუჩინარდა.
უსაფრთხოების კულტურის (ACOS) ალიანსი, საინფორმაციო ორგანიზაციებისა და მედიის უფლებადამცველი ჯგუფების საერთაშორისო კოალიცია, უკრაინელი ჟურნალისტებისთვის უსაფრთხოების საკითხებში დასახმარებლად ძალისხმევას აძლიერებს.
„ჩვენი სამუშაო ფოკუსირებულია იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისინი მუშაობისას არ დაშავდნენ, არ გაიტაცონ“- ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ელისაბედ კანტენისი, ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.
კანტენისი ამბობს, რომ ამ ომის გაშუქება, განსაკუთრებით რთული უკრაინელი ჟურნალისტებისთვისაა, რადგან ამ კონფლიქტში მუშაობა მათი არჩევანი არ არის.