ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


alexei Navalny / Vladimir Putin / ალექსეი ნავალნი/ ვლადიმირ პუტინი
alexei Navalny / Vladimir Putin / ალექსეი ნავალნი/ ვლადიმირ პუტინი

რუს ოპოზიციონერ ლიდერს, კრემლის კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის თაღლითობის ბრალდებით, რუსულმა სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნავალნი, რომელიც ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი სასამართლოს უპატივცემულობისთვის, უკვე იხდის ორწლიან პატიმრობას. ნავალნი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ იზიარებს და აცხადებდა, რომ ბრალდებების მიზანი, მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება იყო.

ნავალნიმ, რომელიც სასამართლომ ასევე დააჯარიმა 1,2 მილიონი რუბლით (11,535 დოლარი), აცხადებს რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც განაჩენი გამოუტანეს, პილიტიკურადაა მოტივირებული და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ნავალნი უკვე ერთ წელზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. ის მაშინ დააკავეს, როდესაც 2021 წლის იანვარში გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. დაკავებულს სასამართლომ მალევე 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის პირობითი სასჯელის დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც მას ქვეყნის დატოვების უფლებას უზღუდავდა.

ნავალნი რუსეთიდან გერმანიაში, უგონო მდგომარეობაში თვითმფრინავით გადაიყვანეს, რადგან როგორც შემდეგ გაირკვა ის რუსული ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

კრემლი ამ დრომდე უარყოფს ბრალდებებს, რომ რაიმე კავშირი აქვთ ნავალნის მოწამვლის საქმესთან. ნავალნის მოწამვლისთვის დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.

XS
SM
MD
LG