ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრაგედიად ქცეული კარნავალი - ბელგიაში ავტომობილით თავდასხმამ 6 ადამიანი იმსხვერპლა


ბელგიის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქში, კრანავალის მსვლელობისას, ხალხში მაღალი სიჩაქრით მოძრავი ავტომობილი შევარდა. შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, 10-ზე მეტმა კი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანება მიიღო. რამდენიმე ათეულ ადამიანს, შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

„ის, რაც დიდებული წვეულება უნდა ყოფილიყო, ტრაგედიად იქცა“ - ასე გამოეხმაურა ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრი ანელის ვერლინდენი ქალაქ სტრეპი-ბრაკენში განვითარებულ მოვლენებს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების საწყის ეტაპზე, საქმეში არ არსებობს რაიმე ელემენტი, რაც ტერორისტულ აქტზე მიანიშნებს. სამართალდამცავებმა, შემთხვევის ადგილზე 30 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი დააკავეს.

ექვსი წლის წინ, ბელგია ორმაგი ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა, რომლებსაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამიტომ, დასაწყისში გაჩმნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა მომხდარი ტერორისტული აქტი ყოფილიყო. თუმცა, ამ ეტაპზე, პროკურატურა ამ ვერსიას უარყოფს.

პროკურატურამ ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავარია შესაძლოა ავტომანქანამ გამოიწვია, რომელსაც პოლიცია მისდევდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG