ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ევროპულ ელექტროქსელს შეუერთდა


ინჟინრებმა უკრაინა დაუკავშირეს ელექტროქსელს, რომელიც კონტინენტური ევროპის უმეტეს ნაწილს მოიცავს და ეს ქვეყანას საშუალებას აძლევს საკუთარი სისტემა თავისი მტრის, რუსეთის ქსელიდან ჩახსნას.

ბელგიაში ბაზირებულმა ENTSO-E, რომელიც ევროპაში ელექტრო-გადამცემი სისტემის ათობით ოპერატორს წარმოადგენს, განაცხადა, რომ უკრაინის და მისი უფრო პატარა მეზობლის, მოლდოვის ელექტროქსელების კონტინენტური ევროპის ელექტროსისტემასთან საცდელი სინქრონიზაცია წარმატებით მოხდა.

ქსელების ოპერატორები ამ ნაბიჯისთვის 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ემზადებოდნენ, მაგრამ რუსეთის ფართომასშტაბიანმა სამხედრო თავდასხმამ კიევს უკარნახა საგანგებო თხოვნა წარედგინა პროცესის დასაჩქარებლად, რომლის დასრულებასაც წლების განმავლობაში ვარაუდობდნენ.

ENTSO-E-მ, რომლის 39 წევრი მსოფლიოში უდიდეს ურთიერთდაკავშირებულ ელექტროქსელს ამუშავებს, განაცხადა: ეს ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ საშუალება მიეცემათ უკრაინის და მოლდოვის ელექტროსისტემების სტაბილურობის შენარჩუნებას დაეხმარონ.

წარსულში, ეს ორი ქვეყანა ინტეგრირებული ენერგოსისტემის ნაწილი იყო, რომელიც რუსეთს და ბელარუსსაც მოიცავს. ამის გამო, უკრაინა დამოკიდებული იყო რუსეთის ქსელის ოპერატორზე, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიით ვაჭრობა არ ხდებოდა.

XS
SM
MD
LG