ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხეზე საუბრობს


უკრაინის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა შესაძლებელია, რადგან მას არ შეუძლია დახარჯული ატომური საწვავის გაგრილება, ელექტროენერგიის კავშირის გაწყვეტის შემდეგ, - განაცხადა ოთხშაბათს, უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ, "ენერგოატომმა".

ამან შეიძლება გამოიწვიოს „რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოში გაშვება. რადიოაქტიური ღრუბელი, ქარმა შეიძლება გადაიტანოს უკრაინის, ბელარუსის, რუსეთისა და ევროპის სხვა რეგიონებში“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებებმა შეუძლებელი გახადა ქარხნის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაუყოვნებლივ შეკეთება, რომელიც რუსეთის ძალებმა მას შემდეგ დაიკავა, რაც კრემლმა 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, უსაფრთხოებაზე კრიტიკულ გავლენას ვერ ხედავს.

სამშაბათს, გაეროს ბირთვულმა დამკვირვებელმა განაცხადა, რომ ჩერნობილში რადიოაქტიური ნარჩენების ობიექტებში, ბირთვული მასალის მონიტორინგის სისტემამ მონაცემების გადაცემა შეწყვიტა.

მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფის ჯერ კიდევ რადიოაქტიური ადგილი, კიევიდან დაახლოებით 100 კმ-ში მდებარეობს.

მისი მეოთხე რეაქტორი 1986 წლის აპრილში აფეთქდა, წარუმატებელი უსაფრთხოების ტესტის დროს, რამაც რადიაციული ღრუბლები ევროპის დიდ ნაწილზე გადაისროლა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG