ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ


ევროკომისიამ, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ, სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა. ახალი პაკეტი, მეტ რუს ოლიგარქსა და პოლიტიკოსს დააზარალებს და ასევე ეხება სამ ბელარუსულ ბანკს. ინფორმაციას ამის შესახებ, სამ ანონიმურ წყარო ზე დაყრდნობით, სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

“როიტერის” ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სანქციების პროექტი ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სამშაბათს დილით მიიღო და ახლა მას ევროკავშირის ელჩები განიხილავენ.

პაკეტის პროექტის მიხედვით, სამი ბელარუსული ბანკი “სვფიფტისან”გაითიშება. ევროკავშირის შავ სიას კი, კიდევ რამდენიმე რუსი ოლიგარქი და კანონმდებელი დაემატება.

პაკეტი ასევე კრძალავს ევროკავშირიდან რუსეთში საზღვაო აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტს და მითითებებს აკეთებს კრიპტოვალუტების მონიტორინგზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი გამოყენება, ევროკავშირის სანქციების გვერდის ასავლელად, - აცხადებენ “როიტერის” წყაროები.


ევროკავშირმა უკვე გამორიცხა შვიდი რუსული ბანკი სვიფტი-დან. მაგრამ, ეს სანქცია, ამ დრომდე არ შეხებია ბელარუსულ ბანკებს.
წყაროებმა უარი თქვეს ახალი კრედიტორების დასახელებაზე, რომლებიც სანქცირებული იქნება.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, პაკეტში ასევე ჩამოთვლილია ოლიგარქები და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები, რომელიც რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG