გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის (OHCHR) მონაცემებით, ადგილობრივი დროით 19 მარტის შუაღამის მდგომარეობით, უკრაინაში სულ მცირე 902 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 459 კი დაშავდა.
ოფისის ინფორმაციით, მშვიდობიან მოქალაქეთა უმეტესობა ფეთქებადი იაარაღის გამო დაიღუპა, როგორიცაა მძიმე არტილერია და მრავალჯერადი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი მიიჩნევს, რომ ეს გარდაცვლილთა მხოლოდ დადასტურებული რაოდენობაა. სინამდვილეში, მსხვერპლის რეალური რიცხვი გაცილებით დიდი იქნება. OHCHR ამ დრომდე ვერ ახერხებს, რომ მიიღოს ან გადაამოწმოს მსხვერპლის რაოდენობა რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის - მარიუპოლში, სადაც ურთულესი ვითარებაა.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისს უკრაინაში მონიტორინგის ყველაზე წარმომადგენლობითი ჯგუფი ჰყავს მივლენილი.