ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაბომბილი თავშესაფარი და იძულებითი ევაკუაცია - ვითარება მარიუპოლში


რუსეთის სამხედრო ძალებმა, მარიუპოლში ხელოვნების სკოლა დაბომბეს, სადაც 400 ადამიანი აფარებდა თავს - ამის შესახებ დღეს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა. სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლზე რაიმე ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უკრაინელი ოფიციალური პირები, რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების თავშესაფრის დაბომბვის შესახებ იტყობინებიან. ოთხშაბათს, ბომბი მოხვდა მარიუპოლის თეატრს, სადაც 1300-ზე მეტი ადამიანია იმყოფებოდა, - აცხადებენ ადგილობრივი ოფიციალური პირები.

მარიუპოლი ამ დრომდე რუსი ჯარისკაცების მიერაა გარშემორტყმული. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ მარიუპოლის რუსული ალყა, კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრება.

აზოვის ზღვის საპორტო ქალაქში, რუსულ ბლოკადაში მოქცეულ მშვიდოიან მოსახელობას, საკვებისა და წყლის მარაგი დიდი ხანია გაუთავდა. ქალაქს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. რუსული რეგულარული თავდასხმების შედეგად, ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, მინიმუმ 2 300 ადამიანი დაიღუპა.

„მშვიდობიანი ქალაქისთვის ამის გაკეთება, რაც ოკუპანტებმა ქნეს, ტერორია და საუკუნეების განმავლობაში გვემახსოვრეება. რაც უფრო მეტ ტერორს განახორციელებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, მათთვის მით უარესი შედეგი მოჰყვება“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ერისადმი მორიგ მიმართვაში.

იძულებითი ევაკუაცია მარიუპოლიდან

მარიუპოლის საქალაქო საბჭომ განაცხადა, რომ გასულ კვირას, რუსულმა ძალებმა რამდენიმე ათასი ადამიანი, ალყაში მოქცეული ქალაქიდან იძულებით გაასახლეს. მანამდე, ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ მარიუპოლიდან რუსეთში „ლტოლვლები“ ჩავიდნენ.

„გასული კვირის განმავლობაში, მარიუპოლის რამდენიმე ათასი მცხოვრები დეპორტირებული იქნა რუსეთის ტერიტორიაზე. ოკუპანტებმა უკანონოდ წაიყვანეს ხალხი ლივობერეჟნიის რაიონიდან და სპორტული კლუბის შენობის თავშესაფრიდან, სადაც ათასზე მეტი ადამიანი (ძირითადად ქალები და ბავშვები), მუდმივ დაბომბვას თავს აფარებდა“ - წერს "ტელეგრამის" ოფიციალურ გვერდზე, მარიუპოლის საქალაქო საბჭო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რწმუნებით, „უკრაინელმა ლტლოვილებმა“, ავტობუსებით რუსეთში ჩასვლა სამშაბათს დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება, რომ მარიუპოლიდან რუსეთში 13 ავტობუსი გაემგზავრა, რომელშიც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. სააგენტოს ცნობით, მათი ნაწილი მატარებლით იაროსლავის რეგიონში უნდა გააემგზავროს, ნაწილი კი ტაგანროგში, როსტოვის ოლქში მდებარე დროებით ცენტრებში მოთავსდება.

გასულ კვირებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მარიუპოლიდან ადამიანების „ევაკუაციისთვის“, რუსეთმა 200-ზე მეტი ავტობუსი გამოყო.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რომელიც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ეყრდნობა, ბოლო კვირების განმავლობაში ლუჰანსკისა და დონბასის რეგიონებიდან, მათ შორის მარიუპოლიდან, რუსეთში 300 000 ადამიანი ჩავიდა, მათ შორის 60 000 ბავშვი.

XS
SM
MD
LG