ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო აცხადებს, რომ უკრაინაში 847 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ბევრ ქალაქში მსხვერპლზე ინფორმაცია არ აქვს


გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა შაბათს განაცხადა, რომ 18 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში, სულ ცოტა, 847 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1,399 დაშავდა.

მსხვერპლის უმეტესობა მათ წინააღმდეგ ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების შედეგად დაიღუპა. გაერო აცხადებს, რომ ამ იარაღში შედის მძიმე არტილერია, სარაკეტო სისტემები და საჰაერო თავდასხმები.

გაეროს ინფორმაციით, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწების შემდეგ დაღუპულ ადამიანთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება რამდენიმე მძიმედ დაზიანებული ქალაქში ამ დრომდე ვერ შეძლეს.

XS
SM
MD
LG