ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოსა და მოლდოვაში - ჯონსონი


„თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში”, – ასეთი სიტყვები წარმოთქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე.

"პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, თუ შეჭრა მისი გზით გაგრძელდება, თავისუფლების დასასრული უკრაინაში მოასწავებს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში – ეს იქნება დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისი მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე“, – განაცხადა ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, „ეს გადამწყვეტი მომენტია მსოფლიოსთვის. ახლა არჩევანის გაკეთების მომენტია. ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და შევიწროვებას შორის".

როგორც ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პუტინის გამარჯვება იქნება დაშინების ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოსავლეთ ევროპაში ბალტიიდან შავ ზღვამდე და ამასთანავე, ეს იქნება მწვანე შუქი ავტოკრატებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

XS
SM
MD
LG