რუსეთის ქალაქ ფსკოვში რამდენიმე პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის სახლები გაჩრიკეს. ჩხრეკვის მიზანი ამ ადამიანების მხრიდან გუბერნატორის კრიტიკამ გამოიწვია. მათ გუბერნატორი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა, უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ გამოაცხადა.
ოპოზიციური პარტია "იაბლოკოს" წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათი პარტიის რეგიონული ფრთის ლიდერის, ასევე "რადიო თავისუფლების" კონტრიბუტორის და გაზეთ "ფსკოვის სიმართლის" რედაქტორის სახლები პოლიციამ გაჩხრიკა.
ადვოკატი ტატიანა მარტინოვა "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში ამბობს, რომ ამ ადამიანების სახლები მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც ომის მომხრე გუბერნატორი მიხაილ ვედერნიკოვი ტელეგრამში გააკრიტიკეს.
რუსეთში ახალი კანონის მიხედვით, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისებს, ყველას ქვეყანაში, ეკრძალებათ სიტყვა ომის ხსენება. რუსეთში მყოფებმა უკრაინაში მიმდინარე ომი "სპეციალური ოპერაციის" სახელით უნდა მოიხსენიონ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელონ.