ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დღემდე 400-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა


დასავლური კომპანიები, რომლებიც რუსეთში საქმიანობის გაგრძელებას ფიქრობენ, განსაკთრებით სურსათისა და მედიკამენტების მიწოდების მიმართულებით, ცდილობენ დაამყარონ ბალანსი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობასა და უკრაინის დამცველებს შორის, რომლებიც მათ საპირისპირო მიმართულებით უბიძგებენ.

24 თებერვალს უკრაინაზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთი 400-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა. მათ რუსეთში ჯერ ისევე აქვთ აქტივები, რომლებიც მთლიანობაში ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს.

დაახლოებით, 80-მა დასავლურმა კომპანიამ ამ დროისთვის, რუსეთში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო თუმცა, მათ შეაჩერეს ახალი ინვესტიციების ჩადება. მათ შორის ბევრი სამომხმარებლო და ფარმაცევტული კომპანიაა, რომლებიც ამბობენ, რომ რუსული ბაზრიდან გასვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს რუსეთის მოსახლეობას.

XS
SM
MD
LG