ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის გუნდი პუტინის სუპერიახტაზე საუბრობს


სუპერიახტა “შეჰარაზადი”, რომელიც ნავალნის გუნდის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის.
სუპერიახტა “შეჰარაზადი”, რომელიც ნავალნის გუნდის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის.

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გუნდი, სუპერიახტის შესახებ აქვეყნებს ინფრომაციას, რომელიც მათი აზრით ვლადიმირ პუტინის ეკუთვნის.

იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, ნავალნის გუნდი აცხადებს, რომ იახტის ეკიპაჟის ყველა წევრი, გარდა კაპიტნისა, რუსეთის მოქალაქეა და დაცვით ფედერალურ სამსახურშია დასაქმებული. ეს არის სამსახური, რომელიც პუტინის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

ნავალნის გუნდის ინფორმაციით, 140 მეტრი სიგრძის სუპერიახტა გერმანიაში 2020 წელს დამზადდა, მისი მფლობელის შესახებ დეტალები უცნობია.

თუმცა, მარტის შუა რიცხვებში, The New York Times-ის წყაროები აცხადებდნენ, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ, იახტა პუტინს დაუკავშირა. გამოცემასთან, პუტინისა და იახტის კავშირი, ასევე დაადასტურა ეკიპაჟის ყოფილმა წევრმა.

გავრცელებული ინფორმაციით, იახტამ შავი ზღვის კურორტ სოჭში ორჯერ იმოგზაურა, ერთხელ 2020 წელს და მეორედ 2021 წელს. ცნობილია, რომ პუტინი რეგულარულად სტუმრობს თავის რეზიდენციას სოჭში.

გემის კაპიტანი, გაი ბენეტ-პირსმა, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, უარყო, რომ იახტას პუტინი ფლობდა, ან ოდესმე ყოფილა მასზე. მან ასევე უარი განაცხადა, ესაუბრა გემის მფლობელის ვინაობაზე.

თუ დადასტურდება იახტის კავშირი პუტინთან, ის დაყადაღდება, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ამჟამად ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, უკრაინაში განხორციელებული შეჭრის გამო.

ახლა იახტა იტალიის რეგიონში, ტოსკანაში, მარინა დი კარარას პორტშია გაჩერებული.

ოფიციალურად, პუტინმა 2020 წელს 136,000 აშშ დოლარის ექვივალენტური ხელფასი მიიღო და იმ წელს, თავის შემოსავლებსა და ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანა მოკრძალებული ბინა, საბჭოთა ეპოქის სამი მანქანა და გარდაცვლილი მამის მიერ გადაცემული პატარა საკემპინგო ტრაილერი.

მაგრამ ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც პრეზიდენტი ან პრემიერ მინისტრი, მას რეგულარულად ადანაშაულებდნენ უზარმაზარი პირადი ქონების დაგროვებაში. პუტინი ბრალდებებს გამუდმებით უარყოფს.

2012 წელს, კრემლის მახლობლად მოკვლამდე სამი წლით ადრე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი თანაავტორი იყო ანგარიშის, რომელშიც აღწერილი იყო ვერტმფრენების და თვითმფრინავების განსაცვიფრებელი მასივი, სახლები, ძვირადღირებული საათები და ოთხი იახტა, რომლებიც, მოხსენების თანახმად, პუტინს ეკუთვნოდა, ან ხელმისაწვდომი იყო მისი გამოყენებისთვის.

თებერვალში, 82 მეტრის სიგრძის იახტა, რომელიც ასევე სავარაუდოდ დაკავშირებული იყო პუტინთან, გაემგზავრა გერმანიის ქალაქ ჰამბურგიდან რუსეთის საპორტო ქალაქ კალინინგრადისკენ. ორი კვირით ადრე, სანამ რუსეთი წამოიწყებდა არაპროვოცირებულ სამხედრო შეტევას უკრაინაზე. ამის შემდეგ, დასავლეთმა ვლადიმირ პუტინს და მის ახლო გარემოცვას, მკაცრი სანქციები დაუწესა და აქტივები გაუყინა.

2021 წლის დასაწყისში, ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელის ყურადღების ცენტრში, შავი ზღვის ექსკლუზიურ გელენჯიკის ყურეში 1,35 მილიარდი დოლარის ღირებულების სასახლე მოექცა, რომელიც სავარაუდოდ პუტინისთვის აშენდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG