ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპ გორდონი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლად ინიშნება


აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის განცხადებით, პრეზიდენტის თანაშემწედ და მის მრჩევლად ეროვნული უშიშროების საკითხებში ფილიპ გორდონი დაინიშნება. ის აქამდე 14 თვის განმავალობაში, მისი მრჩევლის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, გორდონს საგარეო პოლიტიკის საკითხებში დიდი გამოცდილება აქვს. წარსულში ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე იყო და თეთრი სახლის კოორდინატორი ( 2013-15 წლებში) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის საკითხებში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მდივანის თანაშემწე (2009-2013 წლებში) და ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპული საკითხების დირექტორი (1998-99 წლებში).

სამთავრობო პოზიციების მიღმა, მას დიდი გამოცდილება აქვს კვლევით ინსტიტუტებში.

ფილიპ გორდონი მისი პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ ესტუმრა საქართველოს.

XS
SM
MD
LG