ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ემბარგო რუსულ ნავთობზე - ევროკავშირში პოზიციები კვლავ დაყოფილია


ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, ევროპარლამენტის შენობა, ბრიუსელი.
ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, ევროპარლამენტის შენობა, ბრიუსელი.

ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს სანქციები რუსეთზე, სამიზნე კი ენერგოსექტორი უნდა იყოს - განცხადება ლიეტვუვისა და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს.

ევროკავშირმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა, უკრაინაში შეჭრის გამო, უკვე დაუწესა საქნციები რუსეთს. მათ შორის, გაყინა რუსეთის ცენტრალური ბანაკის აქტივები.

„როცა უკრაინაში ნგრევის მასშტაბებს ვუყურებ, ძალიან ძნელია იმის მტკიცება, რომ ჩვენ არ უნდა ვიმოქმედოთ ენერგეტიკის სექტორში, განსაკუთრებით ნავთობისა და ქვანახშირის მიმართულებით“, - თქვა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოვენიმ ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე.

რუსულ ნავთობზე უკვე უარი თქვა შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა. ევროკავშირის 27 ქვეყნისთვის, ეს საკითხი რთული გადასაჭრელი აღმოჩნდა და მათი მოსაზრებები იყოფა. ევროკავშირის ქვეყნებისთვის საჭირო ნავთობის 40% სწორედ რუსულ საწვავზე მოდის.

სააგენტო “როიტერთან” საუბრისას, ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ბალტიის ქვეყნები, მათ შორის ლიეტუვა, სანქციების მიმართულებით შემდეგ აუცილებელ ნაბიჯად, სწორედ ენერგოსექტორზე ემბარგოს დაწესებას განიხილავს. თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვს გერმანიას. ბერლინი მიიჩმევს, რომ ისედაც გაზრდილი ფასების გამო, ევროკავშირმა სწრაფად არ უნდა იმოქმედოს.

„აუცილებელია, რომ დავიწყოთ საუბარი ენერგეტიკულ სექტორზე, ეს გარდაუვალია და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვისაუბროთ ნავთობზე, რადგან ეს არის ყველაზე დიდი შემოსავალი რუსეთის ბიუჯეტში“, - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, - "სურათები, რომლებიც უკრაინიდან ჩვენამდე აღწევს, გულსატკენია. ეს კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ევროკავშირმა, სამყარომ, რომელსაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის სჯერა, ამ რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინოს”.

მაგრამ, მან უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირის მიერ, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე სანქციების დაწესება.

თავად მოსკოვმა კი ევროკავშირი გააფრთხილა, რომ ნავთობზე სანქციების დაწესებამ, შესაძლოა ევროპისკენ მიმავალი გაზსადენის სრულად დახურვისკენ უბიძგოს.

მიმდინარე კვირაში, ხუთშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტი ბრიუსელს ეწვევა. ჯო ბაიდენი ნატოს სამიტის დაესწრება, შეხვედრებს გამართავს ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ლიდერებთან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG