ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი მეთაური მოკლეს


უკრაინაში მოკლეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ანდრეი პალი. ამის შესახებ ინფორმაციას სევასტოპოლის გუბერნატორი ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ანდრეი პალი 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმაშიც იღებდა მონაწილეობას.

გუბერნატორ მიხეილ რაზვოჟაევის ინფორმაციით, რომელსაც გუბერნატორი „ტელეგრამის“ საშუალებით ავრცელებს, კაპიტანი ანდრეი პალი, ფლოტის მეთაურის მოადგილე, აღმოსავლეთ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში ბრძოლის დროს დაიღუპა.

რუსული მხარე საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე არაფერს ამბობს. სააგენტო „როიტერმა“ კომენტარისთვის რუსეთის საზღვაო ძალებს მიმართა.

რუსეთის მიერ აქნექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლი ამ დროისთვის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ბაზაა. ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს განახორციელა.

XS
SM
MD
LG