ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ზელანდია უკრაინას არა-მომაკვდინებელ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის


ახალმა ზელანდიამ გამოაცხადა, რომ გეგმავს 3.46 მილიონი დოლარი გაიღოს უკრაინული ძალების დასახმარებლად, რომელიც რუსების წინააღმდეგ იბრძვის.

ველინგტონში მთავრობამ განაცხადა, რომ დამატებითი ფული მეტწილად ჩაირიცხება ნატოს ფონდში, რომელიც საწვავით, საკვები რაციონებით, საკომუნიკაციო აღჭურვილობით და პირველი სამედიცინო დახმარების კომპლექტებით უზრუნველყოფას ახდენს.

ახალი ზელანდიის სამხედრო უწყება ტაქტიკურ აღჭურვილობასაც მიაწვდის, სადაც შედის ჯავშან-ჟილეტები, რომლის ჭარბი რაოდენობა გააჩნია.

ამ არა-მომაკვდინებელი დახმარების მიწოდება, სავარაუდოდ ახალი ზელანდიის თვდაცვის ძალების თვითმფრინავით მოხდება და შესაძლოა ამაში ავსტრალიელმა სამხედროებმაც მიიღონ მონაწილეობა.

ახალი ზელანდიის ხელისუფლებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მომაკვდინებელი იარაღის მიწოდება არ გადაუწყვეტია, თუმცა რამდენიმე რუს პოლიტიკოსს და სამხედრო ოფიცერს ფინანსური სანქციები და გადაადგილებაზე აკრძალვა დაუწესა. ახალი კანონი ქვეყანას საშუალებას აძლევს რუსეთთან დაკავშირებულ სუბიექტებს აქტივები გაუყინოს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არდერნმა თქვა, რომ მისთვის სიურპრიზი არ იქნება, თუ რუსეთი ახალ ზელანდიას სამაგიერო სანქციებს დაუწესებს.

XS
SM
MD
LG