ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი დაიღუპა


რუსეთის ძალების მხრიდან გახსნილ ცეცხლს დღეს ამერიკელი ჟურნალისტი ემსხვერპლა. ინციდენტი კიევის რეგიონში მდებარე ქალაქ ირპინში მოხდა. ინფორმაციას კიევის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს.

ნებიტოვმა ჟურნალისტის ვინაობა და ინციდენტის სხვა დეტალები განცხადებაში არ გაამჟღავნა. კიევის პოლიციის უფროსმა მხოლოდ თქვა, რომ "კიდევ ერთი ჟურნალისტი დაშავდა. ჩვენ ვცდილობთ მსხვერპლის საბრძოლო ზონიდან გაყვანას".

სააგენტო "როიტერის" ცნობით, ეს არის ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი ბრენტ რენო. კიევის მიერ გავრცელებულ პირველად ცნობაში ნათქვამი იყო, რომ 50 წლის ჟურნალისტი "ნიუ-იორკ თაიმსში" მუშაობდა.

გამოცემამ "ტვიტერზე" გავრცელებულ განცხადებაში დააზუსტა, რომ რენო მათთან ბოლოს 2015 წელს თანამშრომლობდა. "ნიუ-იორკ თაიმსმა" ღრმა მწუხარება გამოთქვა მათი ყოფილი უშტატო თანამშრომლის გარდაცვალების გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG