ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ამბობს, რომ მოხალისეთა დიდმა რიცხვმა, ომის ბედი რუსეთის სასარგებლოდ შეატრიალა


ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსულ ჯარში დიდი რაოდენობით ადამიანების ნებაყოფლობით ჩაწერამ, უკრაინასთან ომი მოსკოვის სასარგებლოდ შემოატრიალა და იმედოვნებს, რომ მისი არმია წინსვლას გააგრძელებს.

პუტინმა, რომელმაც თქვა, რომ წელს რუსულმა ძალებმა უკრაინული არმია 200 დასახლებული პუნქტიდან გააძევა და ფრონტის მთელ ხაზზე ინიციატივას ინარჩუნებს, ამ თემაზე თავდაცვის სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მან თქვა, რომ წელს არმიაში სამსახურისთვის კონტრაქტს დაახლოებით 430,000 პირმა მოაწერა ხელი, ერთი წლის წინ ეს რიცხვი 300,000 იყო. მისი თქმით, ამას რუსული ომის ძალისხმევისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა.

პუტინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა იმავე აუდიტორიას უთხრა, რომ რუსეთი სამხედრო დაგეგმვის კუთხით, ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს, მათ შორის ყველაზე ექსტრემალური სცენარისთვისაც, როგორიც შემდეგ ათწლეულში ევროპაში ნატოსთან შესაძლო კონფლიქტია.

პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი დიდი შეშფოთებით აკვირდება შეერთებული შტატების მიერ ახლო და საშუალო რადიუსის რაკეტების განვითარებას და შესაძლო განლაგებას. მისი თქმით, თუ ამერიკა გადაწყვეტს ასეთი იარაღი განალაგოს, შესაძლოა რუსეთმა ასეთი რაკეტების განლაგებაზე საკუთარ, ნებაყოფლობით შეზღუდვაზე უარი თქვას.

XS
SM
MD
LG