ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა და ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის ავტორიტარულმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში.

დოკუმენტს ხელი მინსკში 6 დეკემბერს, საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ მოეწერა.

მანამდე პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულება "განსაზღვრავს მოკავშირეთა ორმხრივ ვალდებულებებს, უზრუნველყონ თავდაცვა და ყველა არსებული ძალისა და საშუალების გამოყენებით, დაიცვან რუსეთისა და ბელარუსის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონსტიტუციური წესრიგი, ტერიტორიული მთლიანობა და ხელშეუხებლობა და საკავშირო სახელმწიფოს გარე საზღვარი". ვლადიმირ პუტინმა დასძინა, რომ ყველა საშუალებაში იგულისხმება რუსული ტაქტიკურ ბირთვული იარაღი.

შეხვედრის შედეგების თანახმად, ლუკაშენკომ პუტინს ბელარუსის ტერიტორიაზე "ორეშნიკის" ბალისტიკური სარაკეტო სისტემის განთავსებაც სთხოვა. რუსეთის პრეზიდენტმა მას უპასუხა, რომ ეს შესაძლებელი იქნება 2025 წლის მეორე ნახევარში". ჩვენი წინასწარი გათვლებით, ამ დროისთვის, ჩვენ ავაწყობთ მათ სერიულ წარმოებას", - განაცხადა პუტინმა.

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს უკვე აქვს მზადყოფნაში "ორეშნიკის" ტიპის რამდენიმე რაკეტა. მთლიანობაში კი რუსეთი, პუტინის თქმით, 10-ჯერ მეტ რაკეტას აწარმოებს, ვიდრე ნატოს ქვეყნები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ნოემბრის ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ რუსეთმა საშუალო სიშორის უახლესი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვა უკრაინის მიმართულებით.
ეს იყო პასუხი წინა დღის მოვლენებზე, როდესაც უკრაინამ შორი რადიუსის ამერიკული და ბრიტანულ-ფრანგული რაკეტებით დაარტყა რუსეთს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG