ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი მინსკს „დესტაბილიზაციების“მცდელობებში დახმარებას ჰპირდება


ერთ წელში, 2025 წელს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რუსეთი კი გამოთქვამს მზადყოფნას მოკავშირე ქვეყანას ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინოს, თუ ამის სურვილს მინსკი გამოხატავს, მათ შორის რუსი სამხედროების ადგილზე ყოფნით, თუმცა მოსკოვი ამის აუცილებლობას დღეს ვერ ხედავს.

ბელარუსში რუსეთის ელჩი ბორის გრიზლოვი ამბობს, რომ „დესტაბილიზაციის“ მცდელობების აღმოფხვრაში მოსკოვი მინსკს მხარს დაუჭერს, თუ ბელარუსის ხელისუფლებას დახმარების სურვილი ექნება.

„არ არსებობს საფუძველი, რომ ბელარუს სამართალდამცავებს და სპეცსამსახურებს დამატებითი დახმარება დასჭირდეთ ადგილზე“,- ამბობს გრიზლოვი და განმარტავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მოსკოვი ვალდებულებების ფარგლებში იმოქმედებს.

ბოლოს, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებს მასშტაბური საპოტესტო გამოსვლები მოჰყვა, რადგან ხალხი თვლიდა რომ არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელისუფლებაში დარჩენა შეძლო, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები, მედიასაშუალებების წარმომადგენლები დააკავეს, მათმა ნაწილმა კი ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს.

სვიატლანა ციხანუსკაიამ, რომელიც ბელარუსი ოპოზიციის ლიდერია და უკვე 4 წელია ევროპაში ცხოვრობს, ზაფხულში „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, არ იქნება რეალური არჩევნები, რადგან ის არ ტარდება თავისუფალ გარემოში. ციხანუსკაიამ თქვა, რომ დანებებას არ აპირებს და ხალხთან ერთად იბრძოლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG