ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოიდ ოსტინი კიევშია


ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაშია. ის კიევს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, დამატებით, 400 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას დაჰპირდა.

ეს ოსტინის მეოთხე ვიზიტია კიევში და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის თავდაცვის მდივნის რანგში, სავარაუდოდ, ბოლოც. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალების დაწინაურების კვალდაკვალ, შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას აძლიერებს.

"შეერთებულ შტატებს ესმის, რა დევს აქ სასწორზე, ბატონო პრეზიდენტო", - უთხრა ოსტინმა ზელენსკის შეხვედრისას, როცა მან ახალი დახმარების შესახებ განაცხადა. ეს დახმარება მოიცავს დამატებით ამუნიციას, ჯავშანტრანსპორტიორებს და ანტისატანკო საშუალებებს.

პარალელურად, რუსეთი უკრაინულ ქალაქებზე, მათ შორის, დედაქალაქზე საჰაერო იერიშებს აგრძელებს. კიევი დრონებით რამდენიმე თავდასხმის სამიზნე უკვე მეორე ღამეა ზედიზედ ხდება. დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა და სულ მცირე ერთი ადამიანია დაშავებული.

ზაპორიჟიაში კი, ორშაბათ დილით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბალისტიკურ სარაკეტო თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გასულ ღამით გაშვებული 116 რუსული დრონიდან, 59-ის ჩამოგდება მოახერხა. 45-ის ადგილსამყოფელი კი არ იციან და ვარაუდობენ, რომ უკრაინაში სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

XS
SM
MD
LG