ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში წინ მიიწევს, ამბობენ ანალიტიკოსები


A Mi-8 military helicopter takes off during a training flight at an undisclosed location in Lviv region on November 7, 2024, amid the Russian invasion of Ukraine.
A Mi-8 military helicopter takes off during a training flight at an undisclosed location in Lviv region on November 7, 2024, amid the Russian invasion of Ukraine.

უკრაინაში რუსეთის ომი 1000 დღეზე მეტია გრძელდება და როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ის ყველაზე საშიშ ფაზაში შედის.

ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბარში ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები მიუთითებენ, იმაზეც რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა დიდი ტერიტორიის დაკავება შეძლო.

სამხედრო სფეროს წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე და ბლოგერებზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ რუსეთის განსაკუთრებული წინსვლა შეინიშნება აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე.

ფინელი ანალიტიკოსის პასი პაროინენის თქმით რუსეთმა მიმდინარე წლის ნოემბრის და ნაწილობრივ ოქტომბრის თვეებში 667 კვ. კილომეტრის ოკუპაცია შეძლო.

„როიტერის“ ინფორმაციით ამ დროისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიების 18%, რაც მოიცავს: ყირიმს, დონბასის 80 %-ზე მეტს, სამხრეთით ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქების 70%-ზე მეტს, ასევე აღმოსავლეთ ხარკივის 3%-ს.

„რუსეთმა დაამყარა ახალი, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეკორდები უკრაინის ოკუპაციის კუთხით“,- წერია საინფორმაციო ჯგუფ „აგენსტვოს“ მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

უკრაინის ომში დაღუპული ქართველები 2014-2024
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:43 0:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს სრული ოკუპაცია მოახდინოს დონბასის, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების და განდევნოს უკრაინელი სამხედროები კურსკის რეგიონიდან. რუსულ ტერიტორიულ ერთეულს, კურსკს ზაფხულის ბოლოდან უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, რუსი სამხედროები კურსკზე კონტროლის აღდგენას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. კურსკისთვის ბრძოლაში ჩართულნი არიან ჩრდილოეთ კორეელი სამხედროებიც. კიევის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინა აკონტროლებს კურსკის 70%-ზე მეტს.

ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია კურსკზე კონტროლის შენარჩუნება, რადგან მოლაპარაკებების შემთხვევაში მისი პოზიციები გაცილებით ძლიერი იყოს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG