ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი აცხადებს, რომ უკრაინაში 14 400 რუსი ჯარისკაცია დაღუპული


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შაბათის მონაცემებით, უკრაინაში, დაახლოებით, 14,400 რუსი სამხედრო მოსამსახურე პირი დაიღუპა და განადგურდა ათასობით რუსული ჯავშანტექნიკა და სხვა შეიარაღება. კიევის ინფორმაციით, ეს 24 თებერვლიდან დღემდე დაფიქსირებული მონაცემებია.

სამინისტროს ოფიციალური „ტვიტერზე“ ნათქვამია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაკარგა 95 მოიერიშე თვითმფრინავი, 115 ვერტმფრენი, 1470 ჯავშანმანქანა, 213 საარტილერიო სისტემა და რამდენიმე სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა.

რუსეთის მხრიდან მსგავსი ინფორმაცია არ ვრცელდება და უკრაინული ცნობების გადამოწმება ამ დროისთვის შეუძლებელია.

რუსეთმა საკუთარ დანაკარგებზე ინფორმაცია ბოლოს 2 მარტს გამოაქვეყნა და თქვა, რომ იმ დროისთვის უკრაინაში ბრძოლას 498 რუსი ჯარისკაცი შეეწირა.

შეერთებული შტატების და ნატოს ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ უკრაინაში 7 000-დან 10 000-მდე რუსი სამხედროა დაღუპული.

XS
SM
MD
LG