ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ამბობს, რომ რუსეთმა ყირიმში ქიმიური ქარხნის ევაკუაცია დაიწყო


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, რუსეთმა ყირიმში ქიმიური ქარხნის, "ტიტანის" ღამის ცვლის თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო.

ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ქარხანა არმიანსკში, უკრაინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიაზეა და ორი კილომეტრითაა დაშორებული უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

მაშინ, როდესაც მთელი დასავლეთი ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომისთვის ემზადება, სეპარატისტული რეგიონების ე.წ ლიდერებმა, პუტინს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ, სამხედრო დამხარებისთვის მიმართეს.

ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ამჟამინდელი მმართველები, რუსეთისგან სამხედროების შეყვანას ითხოვენ, კრემლი ავრცელებს.

ბოლო დღეების განმავლობაში, არმიანსკში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ქიმიური ქარხანა მდებარეობს, რუსული ტანკები და რუსი სამხედროები დააფიქსირეს. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "როიტერს" ადგილობრივმა ყირიმელებმა მიაწოდეს.

"ძალიან ბევრი სამხედროები არიან. წვრთნები მორჩა, მაგრამ ისინი დარჩნენ",- უთხრა რეპორტიორს ადგილობრივმა მცხოვრებმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ქარხნის ევაკუაცია, რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციისთვის მზადება შეიძლება იყოს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიხედვით, ქარხნის 50 თანამშრომლის ევაკუაცია ოთხშაბათ საღამოს მოხდა. დაზვერვის ინფორმაციით, ეს შესაძლოა რუსეთის მიერ ე.წ "ტერორისტული აქტის", ან "ქიმიური საბოტაჟის" დადგმის მცდელობა იყოს.

XS
SM
MD
LG