უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომის დაწყებამდე და მის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის ოქტომბერში, „დეილი კომერსანტში“ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მიერ გამოქვეყნებული სტატია ერთნაირად მწვავე და სურეალისტური იყო.
მედვედევმა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური კარიერისა და სიმდიდრის გამო ვალში ვლადიმირ პუტინთანაა, მაშინ უკრაინელ ლიდერებს „სუსტი“, „არადამოუკიდებელი“ უწოდა. ის წერდა, რომ მათთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.
სტატიაში, რომელსაც დასავლელი ანალიტიკოსები „შოვინისტურად“ აფასებენ, მედვედევმა უკრაინის ებრაელ პრზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის „გააფთრებული ნაციონალისტური ძალების“ მხარდამჭერი უწოდა და თქვა, რომ ზელენსკიმ „სრულად შეიცვალა“ პოლიტიკური და მორალური კომპასი.
„მხოლოდ წარმოდგენა თუა შესაძლეებელი, რამდენად ამაღელვებელია მისი [ზელენსკის] ასეთი მორალური სალტო“ - თქვა მედვედევმა ზელენსკიზე 11 ოქტმებერს გაკეთებულ კომენტარში.
ბევრი დამკვირვებლისთვის მედვედევის სიტყვები შესაძლოა იდეალურად ერგებოდეს თავად მედვედევს.
56 წლის ყოფილი იურისტი, ერთ დროს იმ რუსი ლიბერალების იმედს წარმოადგენდა, ვინც დემოკრატიული ცვლილებებისკენ ისწრაფვოდა. 2008 წელს, მას შემდეგ, რაც პუტინმა მედვედევი რუსეთის პრეზიდენტად შეარჩია, მმართველმა „ტანდემმა“ ბევრს შეუქმნა განცდა, რომ წინ რეფორმები იყო.
2012 წელს, კრემლში ვლადიმირ პუტინი დაბრუნდა და მას შემდეგ ხელისუფლებაშია. პუტინმა რუსეთში ჩაახშო განსხვავებული აზრი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და დასავლეთთან მზარდ კონფრონტაციაში ჩართო.
„აიფონიანი ტექნოკრატიის“ დასარული
ამჟამინდელ რუსულ გარემოში ოფიციალური პირები, კანონმდებლები, სახელმწიფო ტელევიზიის სტუმრები, საომარი მოქმედებების შეფასებებში ერთმანეთს ტოლს არ უდებენ. შესაძლოა ეს უცნაურად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს პოზიციონირება მკვეთრად ეწინააღმდეგება მედვედევის დამკვიდრებულ იმიჯს, როგორც რბილი მანერების მქონე, აიფონიანი ტექნოკრატისას.
„ეს არის არა იმდენად შინაარსი, არამედ ტონი. ვერ ვიხსენებ ამგვარ მედვედევს თავისი კარიერის განმავლობაში“ - ამბობს სირაკუზის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი ბრაიან ტეილორი. რადიო თავისუფლების ინგლისურენოვან რედაქციასთან საუბრისას. ტეილორი ფიქრობს, რომ მედვედევი ახლა ცდილობს პოლიტიკურად „რელევანტური დარჩეს“.
მარტში, პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ლიდერები მატარებლით კიევს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს. ეს ვიზიტი დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის წინ რუსეთში ლენინის დაბრუნებას შეადარა.
მედვედევი ამტკიცებდა, რომ პოლონეთის პოლიტიკური ელიტა იტანჯება რუსოფობიით იმის გამო, რომ 400 წლის წინ მოსკოვში ტახტზე კონტროლი დაკარგეს. მედვედევის ეს მტკიცება უგულებელყოფს ბევრად უფრო დიდ და უახლეს ფაქტორებს, როგორიცაა საბჭოთა კავშირის რეპრესიული დომინირება პოლონეთსა და მის მეზობლებზე.
იეილის უნივერსტეტის ისტორიის პროფესორი ტიმოთი სნაიდერი მედვედევის ამგვარ შეფასებებს „გორტესკულს“ უწოდებს და ამბობს, რომ ის ცდილობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აუდიტორიისთვის პოპულისტ სპიკერად იქცეს.
„მაგრამ ის თავად გლობალური ელიტის კარიკატურა, უსაფუძვლოდ გამდიდრებული, რომელიც ცდილობს უკრანახოს ხალხს უცხო ქვეყნებში, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იფიქრონ და მხარს უჭერს არაფრის გამო წამოწყებულ დამანგრეველ ომს, საკუთარი კომფორტისთვის“ - წერს სნაიდერი საკუთარ ბლოგპოსტში.
მისი კაცისა და ფულის გვერით
პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერ ალექსეი ნავალნისა და მისი თანამოაზრეების მიერ 2017 წელს ჩატარებული გამოძიება ამტკიცებდა, რომ მედვედევმა, საქველმოქმედო და არამომგებიანი ორგანიზაციები, მაგნატებისა და სახელმწიფო ბანკებისგან 1.2 მილიარდი ამერიკული დოლარის შესაგროვებლად გამოიყენა. მოხვეჭილი ქონებით კი ძვირადღირებული აქტივები და სახლები შეიძინა.
მარია სნეგოვაია ვაშინგტონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, „ახალი ამერიკული უსაფრთხოების“ წარმომადგენელი ამბობს, რომ დმიტრი მედვედევი ახლა ცდილობს, ვლადიმირ პუტინისადმი ერთგულება საჯაროდ დაადასტუროს. „მედვედევს შესაძლოა სურდეს ყველას მიანიშნოს, რომ ის სისტემის ნაწილია და რომ ის პუტინის მხარესაა“ - აცხადებს სნეგოვაია.
მისივე თქმით, „მედვედევი თავგანწირვით ცდილობს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ახლა მისი მიზანი გადარჩენაა და არა ძალაიფლების ვერტიკალის სათავეში მოხვედრა.
ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მედვედევი ახლა პუტინის ახლო გარემოცვიდან გარიყულია, რომელიც ძირითადად, უშიშროების სამსახურის ყოფილი წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, გარემოცვიდან მედვედევის გარიყვის მიზეზი, გარკვეუწილად კორუფციული საქმიანობაც შეიძლება იყოს.
„ცივი ომიდან, ცხელ მშვიდობამდე“
გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, მედვედევი პუტინის ერთგული მოკავშირე იყო. 2008 წელს, როცა რუსეთის კონსტიტუცია ორი ოთხწლიანი ვადის შემდეგ, პრეზიდენტობისთვის კენჭისყრას კრძალავდა, პუტინმა თანამდებობაზე საკუთარ მემკვიდრედ სწორედ მედვედევი აირჩია.
მაიკლ მაკფოლი, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი ამბობს, რომ პუტინის გადაწყვეტილება საკუთარ მემკვიდრედ, „სუკის“ ყოფილი ოფიცირის სერგეი ივანოვის ნაცვლად დმიტრი მედვედევი დაესახელებინა, „მიანიშნებდა შესაძლებლობაზე, რომ რუსულ პოლიტიკაში ახალი, უფრო ლიბერალური ერა იწყებოდა, ან ამის იმედს ქმნიდა“. ამის შესახებ მაკფოლი საკუთარ მემუარებში, „ცივი ომიდან, ცხელ მშვიდობამდე“ წერს. მაკფოლი ამბობდა, რომ „მედვედევი უფრო დახვეწილი რუსულით საუბრობდა, ვიდრე პუტინი და დასავლური იდეებისადმი უფრო ორიენტირებულად ჩანდა, ან ჩანდა, რომ ის ამ იდეებს კარგად იცნობდა“.
მედვედევი არ არის „სუკის“ წრეებიდან. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ის 30 წლამდე ახალგაზრდა იყო, პუტინისგან განსხვავებით, რომელიც იმ დროისთვის 40-წლამდე ასაკის იყო.
2009 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში მედვედევი რუსულ დემოკრატიას აღწერს, როგორც „მსხვრევადს“ და ამბობს, რომ მას „დაცვა სჭირდება“. ის საუბრობდა სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის აუცილებლობასა და საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე - „პუტინი ამას არასდროს იტყოდა“, ამბობს მაკფოლი.
მაშინ, როცა ვლადიმირ პუტინი საკუთარი კამპანიის ყოფილ მენეჯერს და პეტერბურგელ მედვედევს, პრეზიდენტის თანამდებობისთვის ამზადებდა თქვა, რომ ის ხანდახან შესაძლოა მასზე მკაცრიც კი იყოს. როგორც ჩანს, მედვედევის შესახებ პუტინის ეს რემარკა ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის. მაშინ მედვედევს პრეზიდენტის თანამდებობა სამი თვის დაკავებული ჰქონდა.
2010 წელს აშშ-რუსეთის კავშირების გადატვირთვა მოხდა. მედვედევმა ხელი მოაწერა „ახალ სტარტს“, ბრთვული იარაღის შემცირების შესახებ შეთანხმებას. ივნისში კი შეერთებულ შტატებში „სილიკონ ველსაც“ ეწვია.
მედვედევის "მეტამორფოზა"
მედვედევის მეტამორფოზა მყისიერად არ მომხდარა. ის ნელა მიჰყვება აშშ-რუსეთის ურთიერთობების ცვლილებას, შესაძლოა 2011 წლის დასასრულიდან, როცა ვლადიმირ პუტინმა შეერთებული შტატები პროტესტის გაღვივებაში დაადანაშაულა, რომელიც მოსკოვში საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას მოჰყვა.
პუტინმა და მედვედევმა თანამდებობები გაცვალეს და პრემიერ-მინისტრის პოსტი მედვედევმა 2020 წლის იანვრამდე შეინარჩუნა. ამას მოჰყვა პუტინის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, 2024 და 2030 წლებში, კვლავ იყაროს კენჭი პრეზიდენტობისთვის.
პუტინმა მედვედევისთვის ახალი როლი შექმნა. ის ახლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. საბჭო, სტრატეგიულ საკითხებში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, თუმცა მას ძირითადად მრჩეველი ორგანოს ფუნქცია აკისრია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ მედვედევი რუსულ საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად სანდო პოლიტიკოსად მიიჩნევა.