რუსეთი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, შეწყვიტოს უკრაინისთვის მეტი იარაღის გაგზავნა. ამის შესახებ შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი აცხადებს.
ანატოლი ანტონოვი ამბობს, რომ შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რუსეთის დასუსტებისკენ იყო მიმართული. თუმცა, მისი თქმით, ეს ნაბიჯები კონფლიქტის ესკალაციას ახდენს და ძირს უთხრის სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
„რასაც ამერიკელები აკეთებენ, ეს ცეცხლზე ნავთის დასხმაა“ - აცხადებს ანტონოვის რუსულ ტელეკომპანიასთან საუბრისას.
მისი თქმით, საელჩომ რუსეთის შეშფოთებების შესახებ, ვაშინგტონს ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა, თუმცა მისივე თქმით, პასუხი არ მიუღია.
კვირას შეერთებული შტატების სახელმწფო და თავდაცვის მდივნები, ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფეფოდნენ. ენტონი ბლინკენმა და ლოიდ ოსტინმა კიევში უკრაინისთვის ახალი 322 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გააკეთეს განცხადება. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინა რუსეთის მორიგი შეჭრიდან დღემდე ვაშინგტომა კიევს 3.7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.
გასულ კვირაში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კიდევ დავამტებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების შესახებ განაცხადა და თქვა, რომ დამატებითი დახმარებისთვის ფინანსების გამოყოფის მოთხოვნით კონგრესს მიმართავს.