ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის


რუსეთის სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი მარიუპოლში ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან, საქმოქალაქო პირების ევაკუაციის მიზნით, ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დერეფანი მოსკოვის დროით 25 აპრილს, 14:00 საათზე გაიხსნება.

2022 წლის 25 აპრილს რუსეთის ჯარი "მოსკოვის დროით 14:00 საათიდან ცალმხრივად შეაჩერებს ნებისმიერ საომარ მოქმედებას, გაიყვანს დანაყოფებს უსაფრთხო მანძილზე და უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანას“ - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, აზოვსტალის მიწისქვეშა სივრცეებში, 1000-მდე სამოქალაქო პირი აფარებს თავს.

კიევმა აქამდე რამდენჯერმე მოუწოდა მოსკოვს, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფანის შექმნა, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა.

XS
SM
MD
LG